დასახელება:
კატეგორიის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე
|
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
|
შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე", ქართული ხორცპროდუქტების კომპანია 1961 წელს დაარსდა, რომელიც დღემდე უზრუნველყოფს ხარისხის ტრადიციას ბაზარზე და ფლობს 150-მდე დასახელების უგემრიელეს ხორცპროდუქტს.
კომპანია ზრუნავს პროდუქციის ხარისხზე, მუდმივად ნერგავს სიახლეებს და ახალ ტექნოლოგიებს, რამაც უზრუნველყო ნახევარსაუკუნოვანი წარმოების უწყვეტი პროცესი.
ქართული ხორცპროდუქტების კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, ხარისხის კონტროლი, სიახლეების ათვისება. კომპანიის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება.
მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: http://www.vake.ge/, https://www.facebook.com/vakeproducts/
შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ლოკაცია: ვაკე, "წისქვილი ბაზარი" - ჭავჭავაძის გამზ. N57.
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე.
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ის შეთავაზებას;
** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კატეგორიების განვითარების წლიური სტრატეგიის განსაზღვრა ბაზრის, კონკურენტების, პროდუქტებისა და მომხმარებელთა ქცევის მუდმივი ანალიზის საფუძველზე;
** გაყიდვების მონაცემების, მარჟებისა და მარაგების კონტროლი;
** ახალი პროდუქტების და ბრენდების მოძიება და შემოტანა;
** პროდუქციის ოპტიმალური ასორტიმენტის შერჩევა და მართვა;
** საქონლის მარაგების კონტროლი და დეფიციტის პრევენცია;
** კონკურენტული პრომო ბადის დაგეგმვა, კალენდრის შეთანხმება, პრომო აქტივობებისთვის საჭირო ნაშთებზე პასუხისმგებლობა;
** მოლაპარაკებების წარმოება მომწოდებლებთან საუკეთესო ფასებზე, პირობებსა და მარკეტინგულ მხარდაჭერაზე;
** გრძელვადიანი და ეფექტური პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება;
** სარეკლამო აქტივობების, ფასდაკლებებისა და სეზონური აქციების დაგეგმვა და განხორციელება;
** მონაწილეობის მიღება პროდუქციის ვიზუალურ განლაგებასა და მერჩენდაიზინგში;
** გაყიდვების გეგმის შესრულება და მარჟის გაზრდა;
** კატეგორიის ბიუჯეტის მართვა.კატეგორიის განვითარების, გაყიდვების, მომგებიანობის ყოველთვიური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** ქსელების ჭრილში იმპორტის ასორტიმენტის ინიცირება და ბრენდების გაყიდვების მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 2-3-წლიანი სამუშაო გამოცდილება რითეილში, კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე;
** MS Office პროგრამების (განსაკუთრებით Excel) მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია).
პიროვნული თვისებები და უნარები:
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** ინფორმაციის სტრუქტურირების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პრობლემებზე სწრაფად რეაგირების და მათი ეფექტურად გადაჭრის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე vacancy@vake.ge და სათაურის ველში - "subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "კატეგორიის მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.
ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 555 283 183.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა-ვაკე" თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
მოგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და წინამდებარე ვაკანსიაზე თქვენი პერსონალური მონაცემების შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა-ვაკე"-სთვის გაგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს კომპანიაში არსებულ/სამომავლო ნებისმიერ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით. ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, თქვენი თანხმობა აუცილებელია შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა-ვაკე"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
აქვე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. ამასთან, უფლება გაქვთ მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებულ მონაცემთა განადგურება წერილობით შემდეგ ელფოსტაზე info@vake.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და განცხადების გამოგზავნით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, გლდანის რაიონი, გმირი კურსანტების ქუჩის II შეს. N7.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ წინამდებარე ვაკანსიაზე განხილვის გარდა, გაცნობებთ, რომ თქვენი მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა განხილულ იქნას კომპანიაში არსებულ/სამომავლო ნებისმიერ სხვა პოზიციაზე.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ დაიკავებთ ვაკანტურ პოზიციას შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა-ვაკე"-ში, თქვენ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განადგურებულ იქნება უარყოფითი პასუხის მიღებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|