Робота для біженців з України
HR მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR მენეჯერი
მომწოდებელი: ეკო ჰაუს მერისი
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
"ეკო ჰაუს მერისი" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის (დისტანციური) თანამდებობაზე.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა/სპეციალიზაცია:

** ადამიანური რესურსები
** HR ადმინისტრაცია

ინდუსტრია/სფერო:

** დასვენება და მოგზაურობა
** სტუმართმოყვარეობა,
** დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი,
** რეკრეაციული ობიექტები და მომსახურება

დასაქმების ტიპი: მოქნილი გრაფიკი

გამოცდილების დონე/რგოლი: უფროსი რგოლი

დასაქმების ფორმა: სამუშაო სახლიდან

პატარა სასტუმრო (14 ნომერი), რომელიც მდებარეობს ქედაში, ეძებს HR მენეჯერს. ეს არის დისტანციური პოზიცია, თუმცა თვეში ერთხელ აუცილებელია ადგილზე ყოფნა.

მთავარი მოვალეობები:

** პერსონალის ძიება და შერჩევა
** გასაუბრებების ჩატარება და ახალი თანამშრომლების ადაპტაცია
** ხელშეკრულების, აქტების, ბრძანებებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება და მართვა
** თანამშრომელთა სამუშაო დროის ტაბელების წარმოება, ცვლების, შვებულებებისა და ავადმყოფობების გრაფიკების შედგენა
** პერსონალის ბაზის შექმნა და განახლება
** ახალი თანამშრომლების მინიმალური ტრენინგი (ინსტრუქციები, მომსახურების სტანდარტები)
** ბონუსებისა და KPI-ების დათვლა
** ყოველთვიური ანგარიშგება მენეჯმენტთან
** თვეში ერთხელ ადგილზე ვიზიტი (პერსონალისა და სამუშაო გარემოს კონტროლი)

მოთხოვნები:

** სავალდებულო გამოცდილება აჭარის რეგიონში პერსონალის მოძიებაში
** HR სფეროში მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება სასტუმრო მიმართულებით გამოცდილებას)
** მაღალი პასუხისმგებლობა, კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word, Google Workspace და სხვ.)
** თვეში ერთხელ ადგილზე ყოფნის შესაძლებლობა

ჩვენ გთავაზობთ:

** მოქნილ სამუშაო გრაფიკს (დისტანციურად)
** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას

CV გამოგზავნა აუცილებელია ecomerisi@gmail.com, საკონტაქტო ნომერი 593351733
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე