დასახელება:
HR საოპერაციო მენეჯერი
|
მომწოდებელი:
IK კონსალტინგი
|
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
|
"IK კონსალტინგი", პარტნიორი სადისტრიბუციო კომპანიისთვის, აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: HR საოპერაციო მენეჯერი.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
სამუშაო ფორმატი: საოფისე
ანაზღაურება: 3500 ლარი (გადასახადების გარეშე)
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** ყოველთვიური ხელფასების გამოთვლისა და მომზადების პროცესის წარმოება და მართვა;
** ზეგანაკვეთური საათების ანგარიშის წარმოება და ანაზღაურების სისწორის უზრუნველყოფა;
** თანამშრომელთა შვებულებებისა და ბიულეტენების გადამოწმება/შედარება ტაბელებთან;
** HR ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
** HR ანალიტიკის წარმოება - მეტრიკების შემუშავება და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება;
** თანამშრომელთა შეფასების პროცესში მონაწილეობა - საოპერაციო მხარდაჭერა, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, მონაცემების დამუშავება და ანალიზი;
** HR საოპერაციო პროცესების მონიტორინგი და გაუმჯობესება;
** საკადრო დოკუმენტაციის წარმოება და შრომის კანონმდებლობის დაცვა;
** ფინანსურ და სხვა ბიზნეს ერთეულებთან მჭიდრო თანამშრომლობა;
** სხვა, HR საოპერაციო მენეჯერის საქმიანობიდან გამომდინარე პასუხისმგებლობები.
სავალდებულო მოთხოვნები:
** განათლება: ადამიანური რესურსების მართვა, ბიზნესი, ეკონომიკა;
** მინიმუმ 3-4 წლიანი მენეჯერული გამოცდილება HR საოპერაციო, ხელფასების ადმინისტრირების ან HR ანალიტიკის მიმართულებით;
** შრომის კანონმდებლობის ცოდნა;
** ხელფასების, ზეგანაკვეთური საათების, შვებულებებისა და ბიულეტენების გამოთვლის გამოცდილება;
** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (Payroll მოდული) - სასურველია;
** HR პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის ან მასთან მუშაობის გამოცდილება;
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები:
** სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაცია და გუნდური მუშაობის უნარი.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილება შეესაბამება მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: ikconsultinggeo@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
გაცნობებთ, რომ IK კონსალტინგისთვის თქვენს მიერ გადაცემული რეზიუმე გამოყენებული იქნება მხოლოდ რეკრუტინგული პროცესებისთვის და არ გადაეცემა მესამე მხარეს თქვენი თანხმობის გარეშე.
|
|
|
|