დასახელება:
ღამის დისპეჩერი, საოპერაციო მენეჯერი
|
მომწოდებელი:
North Star Logistics
|
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
|
კომპანია "North Star Logistics" აცხადებს ვაკანსიებს ღამის დისპეჩერის და საოპერაციო მენეჯერის პოზიციებზე.
კომპანიის საქმიანობაა კომერციული ტვირთების გადაზიდვა ამერიკის ტერიტორიაზე, კომპანია წარმატებით მოღვაწეობს ლოჯისტიკის სფეროში 2016 წლიდან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა
** რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** კარგი კომუნიკაციის უნარი (ინგლისურ და რუსულ ენებზე)
** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
სამუშაოს აღწერილობა (დისპეჩერი):
** სისტემაში შემოსული შეკვეთების მონიტორინგი;
** მძღოლების ადგილმდებარეობის განახლება;
** შეკვეთის ღირებულების და ადგილზე მიტანის დროის დათვლა, შეთავაზების მომზადება/გაგზავნა;
** კომუნიკაცია დამკვეთთან შეთავაზების დეტალებზე;
** კომუნიკაცია მძღოლებთან;
სამუშაო გრაფიკი: 16:00-დან 01:00-მდე (კვირაში 5 დღე)
სამუშაოს აღწერილობა (კოორდინატორი):
** მძღოლების ადგილმდებარეობის განახლება;
** დისპეჩერის მიერ აღებული შეკვეთის მიღება, დადასტურება და სისტემაში ასახვა;
** შეკვეთის დეტალების გადაგზავნა და ინსტრუქციების გაცემა;
** მიღებული შეკვეთის მონიტორინგი, კონტროლი დანიშნულების ადგილამდე და სისტემაში განახლება;
** მძღოლების კოორდინირება და მონიტორინგი;
** დამკვეთთან და მძღოლებთან კომუნიკაცია შეკვეთის დასრულებამდე.
სამუშაო გრაფიკი: 16:00-დან 01:00-მდე (კვირაში 5 დღე)
ანაზღაურება:
** დისპეჩერი 2500 ლარიდან (ფიქსირებული + ბონუსი)
** კოორდინატორი 1500 ლარი (ფიქსირებული + ბონუსი)
ჩვენი გუნდი გთავაზობთ მეგობრულ სამუშაო გარემოს, თანამშრომლების ტრანსპორტირებას, პროფესიულ განვითარებას, გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივით
საკონტაქტო ელფოსტა: northstarlogisticss@gmail.com
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|