დასახელება:
ქოლცენტრის ოპერატორი/გაყიდვების წარმომადგენელი
|
მომწოდებელი:
ნეტმარტი
|
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
|
კომპანია "ნეტ-მარტი" წარმოადგენს 2016 წელს დაარსებულ ონლაინ სავაჭრო პლატფორმას, რომელიც მრავალწლიანი გამოცდილებით წარმატებით ოპერირებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.
ჩვენი გუნდი შედგება პროფესიონალებისგან, რომელთა მთავარი პრიორიტეტია ხარისხიანი მომსახურება, სანდოობა და გრძელვადიანი თანამშრომლობა.
ძირითადი საქმიანობის მიმართულებები:
"ნეტ-მარტი" სპეციალიზდება მომხმარებელთან კომუნიკაციისა და გაყიდვების პროცესების მართვაში. ჩვენი ძირითადი სერვისებია:
** მომხმარებელთა სატელეფონო მომსახურება (ქოლ-ცენტრი);
** გამავალი ზარების განხორციელება და პროდუქტის/სერვისის შეთავაზება (ტელემარკეტინგი);
** პროდუქტებისა და სერვისების აქტიური გაყიდვები;
** მომხმარებელთა კონსულტაცია და მხარდაჭერა;
** გაყიდვების პროცესის მართვა და ანალიზი;
** კლიენტის საჭიროებების შეფასება და პერსონალიზებული შეთავაზებების მომზადება;
** ინფორმაციის სწორად დაფიქსირება CRM სისტემაში და დოკუმენტაციის წარმოება;
** მომხმარებელთან გრძელვადიანი და შედეგზე ორიენტირებული ურთიერთობის ჩამოყალიბება.
ვაკანსია: ქოლცენტრის ოპერატორი/გაყიდვების წარმომადგენელი
კომპანია "ნეტ-მარტი" ეძებს მოტივირებულ და კომუნიკაბელურ კანდიდატებს, გაყიდვებისა და მომხმარებელთან ურთიერთობის მიმართულებით.
ჩვენ გთავაზობთ:
** სამუშაოდ საჭირო პროგრამების შესწავლასა და ტრენინგს დამწყებთათვის;
** სტაბილურ დასაქმებას;
** ფიქსირებულ ანაზღაურებას 1000 ლარი + ბონუსი სისტემა შესრულებული გეგმების მიხედვით;
** მეგობრულ და მხარდაჭერაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.
მოთხოვნები კანდიდატების მიმართ:
** გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** სწრაფი აზროვნებისა და სწავლის უნარი;
** საბაზისო კომპიუტერული ცოდნა;
** ქოლცენტრში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის სავალდებულო.
გრაფიკი:
** კვირაში 5 სამუშაო დღე
** 2 დასვენების დღე
სამუშაო განაკვეთი: 10:00-18:00
თუ გსურს, გახდე განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის ნაწილი, გამოაგზავნე რეზიუმე ელფოსტაზე: jobs.mart@mail.com
|
|
|
|