Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=665134&print=yes&view=jobs
 
სერვისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისის მენეჯერი
მომწოდებელი: Lion Trans
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი / ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
კომპანია "ლაიონ ტრანს"-ი აცხადებს ვაკანსიას სერვისის მენეჯერის პოზიციაზე .

ადგილმდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის ქუჩა
სამუშაო გრაფიკი: 13:00 სთ - 21:00 სთ
დასვენების დღეები: შაბათი-კვირა
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (2000-2500 ლ)

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სატელეფონო და საკომუნიკაციო საშუალებით შემოსული ზარებისა და შეტყობინებების მართვა;
** ავტომობილის შესახებ ინფორმაციის მოძიება (მდგომარეობა, მდებარეობა, დოკუმენტის არსებობა/არარსებობა, ჩატვირთვის სტატუსი და სხვა) და მომხმარებლისთვის მიწოდება;
** აუქციონზე განთავსებული ავტომობილების შესახებ დაფიქსირებული საკითხების მართვა ან/და გადამისამართება პასუხისმგებელ პირთან;
** გამოტოვებულ შეტყობინებებზე უკუკავშირის უზრუნველყოფა;
** აუქციონებზე (მათ შორის დახურულ) ავტომობილების შესყიდვის უზრუნველყოფა მომხმარებლისთვის სასურველი ფასის/პირობების გათვალისწინებით;
** მომხმარებლებისთვის სასურველი ავტომობილის მოძიება აუქციონებზე და მათთვის ფოტოსურათების მიწოდება;
** აუქციონებზე წინასწარ შერჩეული და მომხმარებელთან შეთანხმებული კონკრეტული ავტომობილის შესყიდვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა ;
** ინგლისური ენის ცოდნა
** რუსული ენის ცოდნა (მინიმალური დონე B1) აზერბაიჯანელ და სომეხ მომხმარებელთან საკომუნიკაციოდ.

ჩვენ დაგახვედრებთ:

** პროფესიონალების გუნდსა და გარემოს, რომელშიც გექნება პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, მათ შორის ტრენინგების საშუალებითაც
** შემოგთავაზებთ სამედიცინო დაზღვევას და რა თქმა უნდა, სხვადასხვა კორპორაციულ შეთავაზებებს.

შპს "ლაიონ ტრანსი " კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: a.kankia@liongroup.com.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია