Робота для біженців з України
გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: Carexpress
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი / ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
15 წლიანი გამოცდილებით კომპანია "ქარექსპრესი" ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავტო იმპორტიორია კავკასიაში. კომპანია ახორციელებს ავტომობილებისა და ნებისმიერი ტიპის სპეც-ტექნიკის, ასევე, ავტონაწილებისა და აქსესუარების იმპორტს ამერიკიდან, იაპონიიდან, ევროპიდან და კანადიდან. ჩვენი წარმოვადგენთ ავტო-იმპორტში მოღვაწე, სწრაფად მზარდი და ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანიას. გვინდა შევქმნათ და განვავითაროთ გაყიდვების გუნდიც, რომელიც განახორციელებს ეფექტურ მართვას და შემოსავლების ზრდას მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების ჯგუფის ჩამოყალიბება, მართვა და სტრატეგიული განვითარების უზრუნველყოფა
** საცალო, კორპორატიული და ქოლცენტრის გაყიდვების პროცესების კოორდინაცია
** გაყიდვების შემდგომი მომსახურების მართვა და ხარისხის კონტროლი
** გუნდის აყვანა, სწავლება, მოტივაცია და მისი შესრულების ანალიზი
** ბაზრის კვლევა, კონკურენციის შეფასება და გაყიდვების ზრდის შესაძლებლობების გამოვლენა
** გაყიდვების შედეგების მენეჯმენტისთვის რეგულარული ანგარიშგება
** CRM და სხვა ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება გაყიდვების პროცესში

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესის, მარკეტინგის ან გაყიდვების სფერო)
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება გაყიდვების მართვაში, ავტო ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება უპირატესობაა
** ძლიერი გუნდური და ლიდერული უნარები
** უნარი გეგმებისა და სტრატეგიების შემუშავებისა და განხორციელების
** შესანიშნავი კომუნიკაცია და მოლაპარაკების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (საუბრისა და წერილის დონეზე)
** კომპიუტერული უნარები (CRM სისტემები, MS Office)

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ხელფასს და მოტივაციურ ბონუსებს
** პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ ზრდის შესაძლებლობებს
** მეგობრულ და ინოვაციურ სამუშაო გარემოს

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგზავნონ CV შემდეგ მისამართზე: info@carexpress.ge. საგნის ველში აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი"
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე