Робота для біженців з України
პრობლემური სესხების ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრობლემური სესხების ოფიცერი
მომწოდებელი: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი / ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური სესხების ოფიცრის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი

"ცენტრალი" გთავაზობთ:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას.
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს.
** საუკეთესო სამუშაო პირობებს.

ძირითადი მოვალეობები:

** ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის დამუშავება;
** დებიტორებთან (მსესხებლებთან) ურთიერთობა/კომუნიკაცია;
** დებიტორებთან (მსესხებლებთან) სატელეფონო რეჟიმში ურთიერთობა და ადგილზე ვიზიტი;
** ხელმძღვანელობისთვის ყოველდღიური ანგარიშის (რეპორტების) წარდგენა;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობა;
** საკრედიტო პორტფელის მართვა (გადახდების მონიტორინგი);
** პრობლემური დეპარტამენტთან გუნდური მუშაობა;

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აღნიშნულ სფეროში გამოცდილება;
** მართვის მოწმობა/საკუთარი ავტომობილის ქონა;
** პრიორიტეტად ჩაითვლება იურიდიული განათლება;

უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალური;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კონფლიქტების არიდების უნარი;
** პრინციპულობა, გუნდური მუშაობის უნარი, ინიციატივა, აქტიურობა;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@central.ge არაუგვიანეს 09/10/2025. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე