Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=665100&print=yes&view=jobs
 
ინტერიერის დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინტერიერის დიზაინერი
მომწოდებელი: Stipfold
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი / ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
"სტიპფოლდი" მუშაობს მხოლოდ ისეთ პროექტებზე, რომლებიც შეესაბამება კომპანიის ხედვას. გვსურს ვიმუშაოთ პროფესიონალებთან, რომლებსაც უყვართ თავიანთი საქმიანობა, ენერგიას არ იშურებენ ხარისხიანი პროდუქტის შესაქმნელად და იზიარებენ კომპანიის ესთეტიკურ მიდგომას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** წინასაპროექტო კვლევის მომზადება
** დიზაინის კონცეფციის შექმნაში მონაწილეობა
** დიზაინის კონცეფციის მიხედვით სრული BIM მოდელის დამუშავება Revit-ში
** ვიზუალიზაციის სპეციალისტთან ეფექტური კომუნიკაცია სასურველი ხარისხის ვიზუალიზაციის მიღების მიზნით
** დიზაინის კონცეფციის მიხედვით მასალებისა და პროდუქციის შერჩევა

სავალდებულო მოთხოვნები:

** Revit-ის სრულყოფილად ცოდნა
** შესაბამის პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსების სისტემა (2, 500 ₾ - 3, 500 ₾)

სამუშაო საათები: ორშ - პარ, 09:00 - 18:00

I ეტაპი - კანდიდატებთან გასაუბრება;
II ეტაპი - დავალების შესრულება

შერჩეულ კანდიდატს დაუწესდება ანაზღაურებადი გამოსაცდელი ვადა.

თუ დაინტერესდით ჩვენთან მუშაობით, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV და პორტფოლიოს ბმული შემდეგ მისამართზე: jobs@stipfold.ge.

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: Interior Designer

https://www.stipfold.ge/
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია