Робота для біженців з України
მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: ბიესი
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი / ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
შპს "ბიესი" ლიდერი კომპანია საქართველოში უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალების მიწოდების სფეროში აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ა. ბელიაშვილის №134
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00
ანაზღაურება: ფიქსირებული (განიხილება ინდივიდუალურად)

ძირითადი მოვალეობები:

** ფინანსური ოპერაციების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** სააღრიცხვო დოკუმენტების წარმოება და ფულის მიმოქცევის ოპერაციების შესრულება;
** შესაბამისი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის საბუღალტრო პროგრამაში ასახვა;
** RS.GE-სთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
** რეგულარული საგადასახადო და სხვა ნორმატიული ანგარიშების მომზადება;
** ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის წარმოება;
** ბუღალტრული ანგარიშგების, დეკლარაციების და სხვა დოკუმენტების საგადასახადოში ან სხვა სახელმწიფო ორგანოებში წარდგენა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
** მომწოდებლებისგან, შემსრულებლებისგან და სხვა კონტრაჰენტებისგან მომდინარე პირველადი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, ზედნადებები, ანგარიშფაქტურები, სამუშაოს შესრულების აქტების, მომსახურების აქტების, მიღება ჩაბარების აქტების) სისწორის შემოწმება;
** სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ოპერაციების წარმოება და მათი აღრიცხვა (ოპერაციები მათი შეძენის, მოვლის, ცვეთის, გადაადგილების, ჩამოწერის, გაყიდვის და სხვა მათი აღრიცხვასთან დაკავშირებული ქმედებების შესახებ);
** მომწოდებლებთან და შემძენებთან ანგარიშსწორების წარმოება. კონტრაგენტებთან შედარებების წარმოება;
** საზედამხედველო ორგანოებთან ურთიერთობა: საგადასახადო, საბაჟო, საბანკო და სხვა;
** უნაღდოფულადი ოპერაციების წარმოება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების და მათ მიერ შესრულებული საქმის კონტროლი;

ძირითადი მოთხოვნები:

** ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** პროგრამა 1C ERP-ში მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით (BA);
** CPA, ACCA, IFRS სერტიფიკატი;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** თვითორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენთან გელოდებათ:

** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - HR@bs.ge და "Subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მთავარი ბუღალტერი".

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 2 წლის განმავლობაში.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვრება შპს "ბიესი" (ს/კ: 202455397), რომელიც, როგორც მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი, განახორციელებს მონაცემთა დამუშავებას კომპანიის სახელით, კომპანიის სასარგებლოდ და კომპანიის მიერ გაცემული ინსტრუქციების/მითითებების შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე