Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=665095&print=yes&view=jobs
 
ბიზნესის განვითარების ოფიცერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიზნესის განვითარების ოფიცერი
მომწოდებელი: ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
ამერიკული საერთაშორისო სკოლა "პროგრესი" აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის განვითარების ოფიცრის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.

ამერიკული საერთაშორისო სკოლა "პროგრესი" ერთ-ერთი ლიდერი საგანმანათლებლო ქსელია საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს სამ უმსხვილეს კამპუსს ქ. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

პროგრესი 2002 წელს დაარსდა და ლიცენზირებულია ორმაგი ავტორიზაციით: სახელმწიფო და ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს - "College Board"-ის მიერ.

პროგრესს ასევე მოპოვებული აქვს ამერიკული უმაღლესი სკოლის აკრედიტაცია "Advanced, " ამერიკული სკოლების მააკრედიტირებელი ორგანოს მიერ.

ეს ყოველივე პროგრესს ანიჭებს ოფიციალურ უფლებამოსილებას ასწავლოს ინტეგრირებულად ორმაგი სტანდარტითა და კურიკულუმით და გასცეს ამერიკული უმაღლესი სკოლის ატესტატი/დიპლომი საქართველოში!

ამავდროულად ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს სკოლის პერიოდშივე აქვთ საშუალება მოემზადონ ამერიკული წინა-საუნივერსიტეტო პროგრამებისთვის და ჩააბარონ საგნობრივი AP გამოცდები, რომელიც საერთაშორისო უნივერსიტეტებში აღიარებულია კრედიტებად!

მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე ზრუნვა, მათი მუდმივი განვითარება სწავლის პროცესში დასავლური სტანდარტების ინტეგრირებითა და ამერიკის უნივერსიტეტში სწავლის ხელშეწყობა ბრენდის მთავარი და უწყვეტი მისიაა!

დეტალური ინფორმაცია პროგრესის საქმიანობის შესახებ, იხილეთ: http://www.schoolprogress.ge/

ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მიზანდასახულ ბიზნესის განვითარების ოფიცერს, რომელიც იმუშავებს კომპანიაში ახალი პროდუქტებისა და სერვისების განვითარების, გაყიდვებისა და შემოსავლების ზრდის მიმართულებით. ეს არის შანსი გახდეთ გუნდის ნაწილი, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციაზე, სტრატეგიულ განვითარებაზე და გრძელვადიანი წარმატების მიღწევაზე.

მთავარი მოვალეობები:

** ორგანიზაციის ბიზნეს საქმიანობის სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესრულებაში მონაწილეობა აღმასრულებელ მენეჯერთან კოორდინაციით;
** ბიზნეს პროექტებისა და პროგრამების ინიცირებაში, დაგეგმვასა და იმპლემენტაციაში ჩართულობა;
** ახალი პროდუქტებისა და კომერციული ტიპის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის ფორმირება და გუნდთან თანამშრომლობით ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** როგორც საცალო, ასევე კორპორატიული ტიპის პროდუქტებისა და ბიზნეს პროექტების შემუშავების პროცესის ორგანიზება და კოორდინაცია;
** მიმდინარე პროექტებისა და პროგრამების სისტემური მონიტორინგი, მიღწევებისა და გამოწვევების ანალიზი, რეკომენდაციების მომზადება;
** პროექტებსა და პროგრამებში ჩართული პირების მუშაობის ზედამხედველობა და მათი ჩართულობის ხელშეწყობა დასახული მიზნების მისაღწევად;
** საგანმანათლებლო პროგრამებისა და ბიზნეს პროექტების განრიგის შემუშავების პროცესში მონაწილეობა და მათი მიმდინარეობის მონიტორინგი;
** ორგანიზაციის შიდა და გარე აქტივობების, შეხვედრებისა და ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა, მათ შორის პარტნიორებისთვის და კლიენტებისთვის პროგრამებისა და პროექტების წარდგენის მიზნით;
** ორგანიზაციასა და მესამე მხარეებს შორის ბიზნეს საქმიანობის დაგეგმვა და ანგარიშგება აღმასრულებელ მენეჯერთან კოორდინაციით;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით კომპეტენციის ფარგლებში სხვა სამუშაოების შესრულება.

კვალიფიკაცია და უნარები:

** უმაღლესი განათლება (საურველია ბიზნესის ადმინისტრირება, მენეჯმენტი, ეკონომიკა ან მარკეტინგის მიმართულებით);
** გამოცდილება სასურველია: ბიზნესის განვითარების, გაყიდვების ან სტრატეგიულ მენეჯმენტის მიმართულებით;
** ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი;
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;
** პროექტების მართვის გამოცდილება სასურველია;
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** განვითარების პერსპექტივას და კარიერულ ზრდას დინამიურ სამუშაო გარემოში;
** შესაძლებლობას, იმუშაოთ ინოვაციურ პროექტებზე, რომლებიც პირდაპირ ზემოქმედებს კომპანიის წარმატებაზე;
** კონკურენტულ ანაზღაურებას და ბონუსების სისტემას.

ადგილმდებარეობა: ბათუმი, შამილაძის #30
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი
ვაკანტური ადგილი: 1

რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ: hr.batumi@schoolprogress.ge

მეილის სათაურში მიუთითეთ: ბიზნესის განვითარების ოფიცერი

ბოლო ვადა: 30 სექტემბერი

დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით: 579 333370

გასაუბრებასთან დაკავშირებით დავიბარებთ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.

მადლობა დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია