Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=665053&print=yes&view=jobs
 
Front-end დეველოპერი - Livo & MyHome
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Front-end დეველოპერი - Livo & MyHome
მომწოდებელი: TNET
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი / ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
შემოუერთდი "TNET"-ის ციფრული ეკოსისტემის გუნდს Livo & MyHome-ის Front-end Developer-ის პოზიციაზე!

https://www.tnet.ge/

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129ა
სამუშაო გრაფიკი: სრული, ჰიბრიდული, 10:00-19:00

შენი როლი თინეთში:

** რესპონსიული და მაღალი წარმადობის ფრონტენდ აპლიკაციების შექმნა.
** ფრეიმვორკზე დამოკიდებული და დამოუკიდებელი არქიტექტურული პატერნების გამოყენება საჭიროებისამებრ.
** მონაცემების ქეშირებისა და სინქრონიზაციის ხელსაწყოების იმპლემენტაცია, როგორიცაა TanStack Query ან მისი ეკვივალენტი აბსტრაქციები.
** ბიბლიოთეკებისა და პატერნების შერჩევა გრძელვადიანი მხარდაჭერის პერსპექტივის გათვალისწინებით.
** სამუშაო დატვირთულობის მართვა, რეალისტური ვადების დასახვა და სამუშაოს მაღალი ხარისხით შესრულება.
** Code review-ების კეთება, გუნდის ტექნიკური უნარების გაუმჯობესებაზე ზრუნვა.
** აპლიკაციების წარმადობაზე მუდმივი ზრუნვა.
** ხარისხიანი Unit და E2E ტესტების წერა.
** Design და RFC დოკუმენტების საჭიროებისამებრ წერა.

ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ გაქვს:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 4 წლიანი გამოცდილება.
** თანამედროვე ფრონტენდ ბიბლიოთეკა React-ზე და ფრეიმვორქ NextJS-ზე ეფექტურად მუშაობის დადასტურებული გამოცდილება.
** TanStack Query-თან (ან მსგავს ინსტრუმენტებთან) მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება სერვერის სტეიტის სამართავად.
** გრძელვადიანი არქიტექტურული გადაწყვეტილებების მიღებისა და სხვადასხვა გადაწყვეტილებების დადებითი და უარყოფითი მხარეების შეფასების უნარი.
** დიზაინერებთან, ბექენდ დეველოპერებთან და პროდუქტის მფლობელებთან თანამშრომლობის გამოცდილება.
** JavaScript, TypeScript, HTML და CSS-ის (პრეპროცესორების ჩათვლით) მაღალ დონეზე ცოდნა.

კიდევ უფრო საინტერესოა თუ გაქვს:

** სხვადასხვა თანამედროვე ფრეიმვორკზე მუშაობის გამოცდილება (Vue, Angular).
** რენდერინგის სხვადასხვა სტრატეგიასთან (SSR, SSG, CSR, ჰიბრიდული) მუშაობის გამოცდილება.
** პოპულარულ კომპონენტების ბიბლიოთეკებთან და დიზაინ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
** Agile მეთოდოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება.

თინეთში დაგხვდება:

** მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები;
** ინოვაციებზე, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი;
** ცოდნის გაზიარების და უწყვეტი სწავლების კულტურა;
** სრული მხარდაჭერა შენი განვითარების გზაზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მოსვლისთანავე გაგიაქტიურდება;
** კორპორაციული შეთავაზებები ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის და შენი კომფორტისთვის;
** მოქნილი სამუშაო გარემო.

თუ დაინტერესებული ხართ ვაკანსიით, მაშინ:

გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr@tnet.ge. შეტყობინების სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

პერსონალური მონაცემების დაცვა:

შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:
** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ.
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: personaldata@tnet.ge
** რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა

შპს "თინეთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია