Робота для біженців з України
ხარისხის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის მენეჯერი
მომწოდებელი: ასპ-გრუპი
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი / ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
კომპანია "ასპ-გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

"ასპ-გრუპის" საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეცდანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია, მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების იმპორტი და სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 23 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში.

კომპანიის ვებგვერდი: https://aspgroup.ge/
კომპანიის Facebook-გვერდი: https://www.facebook.com/aspgroupge

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ISO 9001:2015, ISO 14001:2015 და ISO 45001:2018 ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დოკუმენტირებული პროცედურების შესრულების კონტროლი;
** ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიცირების პროცესთან დაკავშირებული საქმიანობის დროული უზრუნველყოფა, შიდა აუდიტის წარმოება;
** მონიტორინგის პროცესში აღმოჩენილი შეუსაბამობების/ხარვეზების შესახებ კორექციული და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და მათი დროული აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში, ხარისხის მართვის სისტემებთან და ISO სტანდარტის მოთხოვნებთან დაკავშირებით ტრენინგების ჩატარება და კონსულტაციების გაწევა თანამშრომლებისთვის;
** სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან კოორდინირებული მუშაობა;
** ხარისხის საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის უზრუნველყოფა,
** საქმიან შეხვედრებზე დასწრება და გაცემული დავალებების შესრულების მონიტორინგი;
** ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** MS Office-ის კარგი ცოდნა;
** ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი აღნიშნულ სფეროში;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დროის მართვის უნარი;
** ანალიტიკურად აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პუნქტუალური, დეტალებზე ორიენტირებული, პრინციპული.
** გუნდის მართვის უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@aspgroup.ge 2025 წლის 9 ოქტომბრამდე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გამოხმაურება მოხდება მხოლოდ საკვალიფიკაციო მითხოვნების შესაბამის კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე