Робота для біженців з України
ადამიანთა რესურსების კოორდინატორი -HR - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადამიანთა რესურსების კოორდინატორი -HR
მომწოდებელი: სააფთიაქო ქსელი გლუკოზა
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი / ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
სააფთიაქო ქსელი "გლუკოზა" აცხადებს ვაკანსიას ადამიანთა რესურსების კოორდინატორის (HR) პოზიციაზე ქ. ბათუმში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი თანამშრომლებისთვის საბაზისო ინფორმაციის მიწოდება და გადანაწილება სამუშაო ადგილებზე;
** სამუშაო ადგილზე სტაჟირების პროცესის მონიტორინგი;
** მოძიებული კანდიდატების შენარჩუნებისკენ მიმართული აქტივობების (დაბადების დღე, გასვლითი აქტივობები, კორპორატიული საღამოები) ორგანიზება;
** დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინირებული მუშაობა;
** ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საკითხების უზრუნველყოფა და მართვა (ბრძანებები, შვებულებები, შრომითი ხელშეკრულებები, ცნობები);
** შიდა კომუნიკაციის ხელშეწყობა, თანამშრომელთა ინფორმირება;
** სამუშაო დროის აღრიცხვის ადმინისტრირება;
** HR დეპარტამენტის ხელმძღვანელის მითითებების შესრულება ადმინისტრაციული მოვალეობების შესრულების ყველა ეტაპზე.
** ტრენინგების ორგანიზება (გარდა წარმომადგენლობების მიმართულებისა)
** თანამშრომლების დასწრების აღრიცხვა (მათ შორის ცვლის ტაბელი)
** ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება
** წარმომადგენლობითი ღონისძიებების ორგანიზება
** ფილიალებში პერიოდული მონიტორინგი, ადგილზე მისვლით და მენეჯერებზე/ფარმაცევტებზე უშუალო დაკვირვებით.

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება ფარმაციის სფეროში;
** უმაღლესი განათლება.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლიანი;
** პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00 სთ,
შაბათი-კვირა დასვენება.

ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით

გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მისამართზე: hr@glucose.ge დანიშნულებაში აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ადამიანთა რესურსების კოორდინატორი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე