დასახელება:
რეგისტრატორ-არქივარიუსი
|
მომწოდებელი:
ენმედიცი
|
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
|
კლინიკა "ენმედიცი" აცხადებს რეგისტრატორ-არქივარიუსის ვაკანსიას.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ლავრენტი მანაგაძის ქ. N3 (ყოფილი - წინანდლის ქ. N 9-11) 300 არაგველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება - სასურველია სამედიცინო მიმართულებით
** დასაქმების ისტორია - მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
** პაციენტის ოპერატიული და თავაზიანი მომსახურება;
** პაციენტების გამოკითხვა, იდენტიფიცირება, რეგისტრაცია;
** სამედიცინო ბარათის გახსნა და რედაქტირება ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის შესაბამისად;
** ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო ბარათების აღრიცხვა/დახარისხება შესაბამისი წესის დაცვით;
** ექიმებისთვის სამედიცინო ბარათის მიწოდების დროული უზრუნველყოფა/წესებისა და სტანდარტების დაცვით;
** სამედიცინო დოკუმენტაციის დაცულობის უზრუნველყოფა არასანქცირებული წვდომებისგან/ კონფიდენციალური ინფორმაციის შენახვა.
უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელური, მოწესრიგებული, თავაზიანი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე.
ანაზღაურება: 800 ლარი (net)
თქვენ მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ თქვენი CV გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@enmedic.com. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|