დასახელება:
შემოსავლების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო
|
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
|
ქართული სასტუმროების ერთ-ერთი ქსელი აცხადებს ვაკანსიას შემოსავლების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო აღწერილობა:
სამუშაო ადგილი: თბილისი
ხელზე ასაღები ანაზღაურება: 2000+
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** შემოსავლების მაქსიმიზაციის სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება ყველა ონლაინ პლატფორმაზე
** ტარიფების დინამიური მართვა ბაზრის მოთხოვნის, კონკურენციის, სეზონურობისა და სასტუმროს დატვირთვის შესაბამისად
** ყოველდღიური და ყოველკვირეული შემოსავლის ანალიზი, პროგნოზირება და პერფორმანსის შეფასება
** თანამშრომლობა გაყიდვების, მარკეტინგისა და რეზერვაციის გუნდთან ერთიანი სტრატეგიის შემუშავებისთვის
** შემოსავლის გაზრდაზე ორიენტირებული სპეციალური შეთავაზებების დაგეგმვა და ეფექტიანობის შეფასება ყველა ონლაინ პლატფორმაზე
** კონკურენტების ანალიზი და ბაზრის კვლევა ფასების პოზიციონირებისა და პროდუქტების სტრატეგიული განვითარებისთვის
** გაყიდვების ციფრული არხების მართვა და ოპტიმიზაცია
** OTA არხებზე კონტენტის მართვა: ფოტოების, აღწერილობების, პოლიტიკების განახლება და სწორი რეპრეზენტაცია
** ოფიციალურ საიტზე დაჯავშნის სისტემის ოპტიმიზაცია და კონვერსიის მაჩვენებლების გაუმჯობესება
** ონლაინ მომხმარებელთა მიმოხილვების მონიტორინგი და რეპუტაციის მართვა
საჭირო განათლება, ცოდნა, თვისებები და უნარები:
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა (B2)
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word)
** უპირატესობა მიენიჭება პროგრამა OPERA-ს ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** გუნდური პრინციპით მუშაობის უნარი,
** პასუხისმგებლიანობა,
** შრომისუნარიანობა,
** დეტალებზე ორიენტირებულობა,
** კეთილსინდისიერება,
** აკურატულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი განახლებული CV გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე hroutsource24@gmail.com
|
|
|
|