Робота для біженців з України
საცალო მარკეტების პრისეილერი Mondelez-ი - კახეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საცალო მარკეტების პრისეილერი Mondelez-ი
მომწოდებელი: მეგაკო
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
შპს "მეგაკო" წარმოადგენს სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც წარმატებით მოღვაწეობს ბაზარზე 1996 წლიდან და დღესდღეობით წარმოადგენს ისეთი მსხვილი კომპანიების ექსკლუზიურ დისტრიბუტორს, როგორიცაა Mondelez International (Alpen Gold, Milka, korona, OREO, Tuc, Barni, Dirol, Юбилейное, ჩიფსი Люкс) და Jacob Douwe Egberts (ყავა Jacobs Monarch, Carte Noire). კომპანიის პრიორიტეტული ღირებულებებია სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლისადმი ერთგულება.

კომპანია "მეგაკო" აცხადებს ვაკანსიას საცალო მარკეტების პრისეილერი Mondelez-ის პოზიციაზე.

მდებარეობა: კახეთი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ავტომობილის მართვის მოწმობა B კატეგორია;
** საკუთარი ავტომობილი;

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ახალი ობიექტების ათვისების უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გამოგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: mariam.godabrelidze@megako.ge 2025 წლის 30 სექტემბრამდე გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - პრისეილერი Mondelez/კახეთი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით აცხადებთ თანხმობას კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე