Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=664930&print=yes&view=jobs
 
ავეჯის ამწყობი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავეჯის ამწყობი
მომწოდებელი: Castello
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი / ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
მულტიბრენდული ავეჯის, განათებებისა და აქსესუარების შოურუმი CASTELLO აცხადებს ვაკანსიას ავეჯის ამწყობის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი 40
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

მოთხოვნები:

** ორგანიზებული და პასუხისმგებლობის მქონე
** აუცილებელია ანალოგიურ სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება
** სასურველია უცხო ენების ცოდნა
** სასურველია მართვის მოწმობა

მოვალეობები:

** ავეჯის მონტაჟი და დემონტაჟი.
** შოურუმში მიღებული ავეჯის ინსტრუქციის მიხედვით გადაადგილება-განთავსება.
** გაყიდული ავეჯის შესაბამის მისამართებზე მიწოდება.

პიროვნული მახასიათებლები:

** ახალ გარემოში ადაპტაციის უნარი;
** სუბორდინაციისა და შიდაგანაწესის განუხრელი დაცვა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** ადეკვატურ სახელფასო სისტემას, ფიქსირებულ ანაზღაურებას (1500 ლარი), მიმზიდველ ყოველთვიურ ბონუსს და სოც. პაკეტს;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს და პირობებს;
** თქვენი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზაციის საშუალებას;
** განვითარებაზე ორიენტირებულ მეგობრულ გუნდს;

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ მოგვაწოდოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე info@castello.ge და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ავეჯის ამწყობი", წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება კანდიდატურის განხილვა.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია