Робота для біженців з України
ფსიქოთერაპევტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფსიქოთერაპევტი
მომწოდებელი: სესანე
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი / ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
ბავშვთა ფსიქოლოგიური ცენტრი "სესანე" აცხადებს ვაკანსიას ფსიქოთერაპევტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ბავშვებისა და მოზარდების ემოციური და ქცევითი სირთულეების შეფასება;
** ინდივიდუალური, ჯგუფური და ოჯახური თერაპიული სესიების ჩატარება;
** ბავშვების ფსიქოემოციური განვითარების მხარდაჭერა თანამედროვე ფსიქოთერაპიული მეთოდებით;
** მშობლებთან აქტიური თანამშრომლობა და რეკომენდაციების მიწოდება;
** ცენტრის სპეციალისტებთან (ფსიქოლოგი, ნეიროფსიქოლოგი, თერაპევტები) კოორდინაცია კომპლექსური დახმარებისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ფსიქოლოგიის, კლინიკური ფსიქოლოგიის ან ფსიქოთერაპიის მაგისტრის ხარისხი (ან შესაბამისი დიპლომი);
** ფსიქოთერაპიის მიმართულებით პროფესიული სერტიფიკატები/ტრენინგები (სასურველია);
** ბავშვებთან და/ან მოზარდებთან მუშაობის გამოცდილება;
** კომუნიკაციისა და ემპათიური ურთიერთობის უნარი;
** პროფესიული განვითარებისა და გუნდთან თანამშრომლობის მზაობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიონალების გუნდში მუშაობას;
** თანამედროვე თერაპიულ მიდგომებზე დაფუძნებულ პრაქტიკას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს (შეთანხმებით).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: info.sesane@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე