დასახელება:
მეხინკლე
|
მომწოდებელი:
რესტორანი ფასანაური
|
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
|
"ფასანაური" - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართული რესტორნების ქსელია თბილისში, რომელიც სტუმრებს ტრადიციულ ქართულ სამზარეულოს, მყუდრო ატმოსფეროს და სტუმართმოყვარე სერვისს სთავაზობს. რესტორანი განსაკუთრებით ცნობილია ავთენტური ხინკლითა და კლასიკური კერძებით, რაც მას ტურისტებისა და ადგილობრივების საყვარელ ადგილად აქცევს.
ჩვენ ვართ ორიენტირებული კრეატიულ, თანამედროვე კონცეფციების შექმნა-დანერგვაზე, ევროპული მართვის მოდელზე და გუნდის წევრების მუდმივ განვითარებაზე.
რესტორანი ფასანაური აცხადებს ვაკანსიას - მეხინკლის პოზიციაზე;
ძირითადი მოვალეობები:
** დადგენილი სტანდარტითა და კალკულაციებით ცომისა და შიგთავსის მომზადება, მოხვევა;
** ყველა შეკვეთის შესრულება კალკულაციის შესაბამისად;
** შეფ მზარეულის მიერ გაცემული დავალებების შესრულება;
** სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად, სამზარეულოს შეუფერხებელ მუშაობას უზრუნველყოფა;
** მარაგების ეფექტურად გამოყენება;
** სამზარეულოში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და სამუშაო პროცესის წესების დაცვა.
საჭირო მოთხოვნები:
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცილება
** ცომსაზელ და გასაბრტყელებელ აპარატთან მუშაობის გამოცდილება;
** ჰასპის ნორმების დაცვა.
დამატებითი ინფორმაცია:
** სამუშაო გრაფიკი: ცვლადი, მცოცავი გრაფიკი
** ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციიდან გამომდინარე)
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: tsiradze34@gmail.com
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება!
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|