დასახელება:
ბარმენი
|
მომწოდებელი:
რესტორანი ფასანაური
|
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
|
"ფასანაური" - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართული რესტორნების ქსელია თბილისში, რომელიც სტუმრებს ტრადიციულ ქართულ სამზარეულოს, მყუდრო ატმოსფეროს და სტუმართმოყვარე სერვისს სთავაზობს. რესტორანი განსაკუთრებით ცნობილია ავთენტური ხინკლითა და კლასიკური კერძებით, რაც მას ტურისტებისა და ადგილობრივების საყვარელ ადგილად აქცევს.
ჩვენ ვართ ორიენტირებული კრეატიულ, თანამედროვე კონცეფციების შექმნა-დანერგვაზე, ევროპული მართვის მოდელზე და გუნდის წევრების მუდმივ განვითარებაზე.
რესტორანი ფასანაური აცხადებს ვაკანსიას - ბარმენის პოზიციაზე;
ძირითადი მოვალეობები:
** შეკვეთების მიღება და კალკულაციის შესაბამისად მომზადება;
** სასმელების სწორად შეთავაზება/რეკომენდირება;
** საჭიროების შემთხვევაში მომხარებელთან კომუნიკაციის დამყარება და მათი მოთხოვნების უზრუნველყოფა, ამომწურავი პასუხის გაცემა;
** მენიუს და სასმელების სიის ზედმიწევნით ცოდნა, მათი აღწერა დაინტერესებული სტუმრებისთვის;
** ჰიგიენის და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
** ობიექტზე არსებული სტანდარტული საოპერაციო პროცედურების დაცვა;
** მარაგების კონტროლი
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** გამართული მეტყველება ქართულ ენაზე;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე;
** ბარში მუშაობის პრინციპების ცოდნ;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
პირობები:
გრაფიკი: მცოცავი, სრული გრაფიკი
ანაზღაურება : კვალიფიკაციიდან გამომდინარე
სამუშაო ადგილი: თბილისი
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: tsiradze34@gmail.com გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება!
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|