Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=664905&print=yes&view=jobs
 
საწყობის რეგიონალური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის რეგიონალური მენეჯერი
მომწოდებელი: ნოვა
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი / ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას საწყობის რეგიონალური მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა.შ.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობებში მიმდინარე პროცესების ორგანიზება და კოორდინაცია, როგორც ადმინისტრაციული, ასევე ლოჯისტიკის მიმართულებით;
** წლიური, ყოველთვიური და ყოველდღიური სამუშაო გეგმების შემუშავება;
** სასაქონლო მარაგების ყოველდღიური კონტროლი და საწყობებს შორის ტვირთების მოძრაობის ორგანიზება / კონტროლი;
** ტვირთების გადაადგილება-გადაზიდვასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება და პრევენცია, რათა თავიდან იქნეს აცილებული ავტო-სატრანსპორტო საშუალებების გზაში მოსალოდნელი შეფერხება, ან ტვირთების მოძრაობისას შესაძლო დაზიანება;
** სასაწყობე ფართის სწორად გამოყენების და პროდუქციის უსაფრთხო პირობებში შენახვის დაგეგმვა;
** საქონლის აღრიცხვა-მიღება-დასაწყობების და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ორგანიზება და კონტროლი;
** მოსალოდნელი გართულებების პროგნოზირება და მათ აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიების დაგეგმვა და გატარება;
** სასაქონლო მარაგების, კომპანიის მიერ დაგეგმილ დროს, ინვენტარიზაცია და პროცესის ორგანიზება / კონტროლი;
** დაქვემდებარებულთა შესასრულებელი და შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
** საჭირო ინფორმაციის გაცვლის მიზნით სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა;
** გადაზიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (დადგენილი სტანდარტის შესაბამისად) სრულყოფის ორგანიზება;
** სამუშაო პროცესის უწყვეტობა და მონიტორინგი;
** მუშაობის პროცესში ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა (უფლებამოსილების ფარგლებში);
** ხელმძღვანელობისთვის საქმიანობის ყოველთვიური, კვარტლური და წლიური ანგარიშის წარდგენა;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ლოჯისტიკა / ფინანსები);
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 3 წელი);
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (სავალდებულოა).

სასურველი უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლიანი;
** დისციპლინირებული;
** მოწესრიგებული;
** ენერგიული;
** შრომისმოყვარე;
** პუნქტუალური;
** გუნდურობა;
** ლიდერობა.

დამატებითი ინფორმაცია:

** ანაზღაურება - შეთანხმებით;
** სამუშაო გრაფიკი - სრული
** განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2025 წლის 09 ოქტომბერი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე HR@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "საწყობის რეგიონალური მენეჯერი".

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.
პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, აღნიშნული ინფორმაცია მუშავდება და 3 წლის ვადით ინახება, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია