Робота для біженців з України
უფროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: ეროვნული ბოტანიკური ბაღი
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
"საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სამეცნიერო-კვლევითი, ეკოსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა.

ა (ა)იპ "საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" აცხადებს ვაკანსიას საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი პროექტების განყოფილებაში უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული (40 სამუშაო საათი კვირაში); ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00; შესვენება 13:00-14:00
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, ბოტანიკურის ქ. #1
ანაზღაურება: დარიცხული თანამდებობრივი სარგო 3, 066 ლარი.
შენიშვნა: დარიცხულ თანამდებობრივ სარგოს აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები.

სამუშაოს ზოგადი აღწერა

ფუნქციები:

** გრძელვადიანი და მოკლევადიანი პროექტების ინიცირება და განვითარება გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით;
** სამიზნე ჯგუფების საჭიროებების ანალიზი (ზრდასრულები, სტუდენტები, თემობრივი ჯგუფები და სხვა);
** პროექტების აქტივობების კალენდრისა და სამუშაო გეგმის შემუშავება;
** ლექციების, სემინარების, გახსნილი შეხვედრების და პრაქტიკული სამუშაოების დაგეგმვა და ჩატარება;
** თემატური დღეების, კვირეულებისა და კამპანიების განხორციელება;
** ბოტანიკური ბაღის გარემოსდაცვით ინიციატივებში მოსახლეობის ფართო წრეების ჩართულობის უზრუნველყოფა;
** გარემოსდაცვით თემებზე პოპულარული და შემეცნებითი ხასიათის ბეჭდური (ბროშურა, ფლაერი, პოსტერები) და საინტერპრეტაციო მასალების მომზადება;
** საგანმანათლებლო შინაარსის ტექსტების შექმნა საზოგადოებრივი სივრცეების, გამოფენებისა და მედიისთვის;
** ბოტანიკური ბაღის საქმიანობის საზოგადოებაში წარმოჩენა და წარდგენა საჯარო ღონისძიებებითა და სოციალური კომუნიკაციით;
** დამთვალიერებელთა საგანმანათლებლო და შემეცნებითი ხასიათის ექსკურსიებით მომსახურების უზრუნველყოფა;
** გარემოსდაცვით თემებზე საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის მედია, სოციალური ქსელები, საინფორმაციო შეხვედრები;
** სკოლებთან და სხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში მონაწილეობა;
** სასერტიფიკატო კურსების დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია;
** ტრენინგებისა და პრაქტიკული სამუშაოების ორგანიზება ბოტანიკური ბაღის მიზნებთან შესაბამისობაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (მაგისტრი: ბიოლოგიაში, ეკოლოგიაში, გარემოს დაცვასა და მენეჯმენტში, აგრარულ მეცნიერებებში ან მომიჯნავე საბუნებისმეტყველო დარგებში);
** სასურველია მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები/უნარები:

** აქტიურ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** სამუშაო დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;

ჩვენ გთავაზობთ: სასიამოვნო სამუშაო გარემოსა და მეგობრულ გუნდს.

შერჩევის მეთოდები:

** სატელეფონო გასაუბრება;
** ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@nbgg.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

რეზიუმეს წარმოდგენის ბოლო ვადა 10.10.2025

** * პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება ა (ა)იპ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკური ბაღის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404405960) მიერ, რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადისა.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, რომელიც თავად მიაწოდა კომპანიას და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გაცნობა, ასლის მიღება, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, მონაცემთა გადატანა. ამისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ ელ. ფოსტაზე Hr@nbgg.ge.

ვაკანსიაზე მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გარდა კანდიდატის მხრიდან სხვა ისეთი დოკუმენტის/ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, რომელიც შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს ან/და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს და არ არის აუცილებელი კომპანიის მიერ დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, კომპანია გაცნობებთ, რომ ასეთი მონაცემი ავტომატურად განადგურდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე