Робота для біженців з України
მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: ვეტლაიფი
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი / ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
ვეტერინარული კლინიკა "ვეტლაიფი" 2017 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს სრულ ვეტერინარულ და ლაბორატორიულ მომსახურებას.

ჩვენი გუნდი მუდმივად ზრუნავს როგორც ცხოველების, ისე მათი პატრონების კომფორტსა და უსაფრთხოებაზე.

კომპანია "ვეტლაიფი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი, ვეკე-საბურთალო, სიმონ კანდელაკის 41

ფუნქცია-მოვალეობები:

** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;
** სალაროში თანხის მოძრაობის პროგრამული აღრიცხვა;
** ფულადი ნაშთების შემოწმება, კონტროლი;
** სალაროს გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა.

მოთხოვნები:

** სასურველია მოლარის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება პროგრამაში;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამის ცოდნა;
** რუსული ან/და ინგლისური ენის ცოდნა.
** ფინანსური ოპერაციების პროგრამული ასახვა;
** სალარო-აპარატის და საბანკო ტერმინალის მოხმარება;
** დღის ბოლოს წარმოებული ოპერაციების დოკუმენტაციისა და პროგრამული მონაცემების შედარება და სისწორის უზრუნველყოფა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაკვირვების უნარი და დეტალებზე ყურადღება;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** მოწესრიგებულობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათები: 09:30 - 19:00
** სამუშაო დღეები: კვირაში 3-4 დღე
** ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით
** ხელფასი გაიცემა ყოველი თვის პირველ რიცხვში უნაღდო ანგარიშსწორებით

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოგვიგზავნეთ ელ. ფოსტაზე: hello@vetlife.ge ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 591 07 57 28

გთხოვთ, მეილის subject ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს კანდიდატურას ვერ განვიხილავთ ვაკანტურ პოზიციაზე.

"ვეტლაიფი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სს "ვეტლაიფი"-ს მიერ (ს/ნ 406228657) (უფლებამოსილი თანამშრომლების მეშვეობით), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენ მიერ ჩვენთვის CV-ის სახით მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება:

კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან;
დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე