Робота для біженців з України
ფინანსური დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური დირექტორი
მომწოდებელი: GoGlobal Consulting
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი / ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
"GoGlobal Consulting" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის პოზიციაზე.

საკურატორო მიმართულებები: ფინანსური დეპარტამენტი; ბუღალტერია; საოპერაციო დეპარტამენტი; რეპორტინგის და ანგარიშგების სამსახური; ექვემდებარება: გენერალურ დირექტორს.

პოზიციის მიზანი: ფინანსური დირექტორი პასუხისმგებელია კომპანიის ფინანსური სტრატეგიის შემუშავებაზე, განხორციელებასა და მართვაზე. მისი მთავარი მიზანია, უზრუნველყოს კომპანიის ფინანსური სტაბილურობა, მდგრადი ზრდა და ეფექტიანი რისკების მართვა. ის წარმოადგენს კომპანიის უმაღლესი მენეჯმენტის წევრს და მონაწილეობს სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

საორიენტაციო ხელფასი: 10000 ლარი (დარიცხული).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

1. სტრატეგიული დაგეგმვა და ანალიზი:

** კომპანიის გრძელვადიანი ფინანსური სტრატეგიის შემუშავება და იმპლემენტაცია.
** ბიუჯეტირებისა და ფინანსური პროგნოზირების პროცესების მართვა.
** კომპანიის ფინანსური მდგომარეობის, მომგებიანობისა და საინვესტიციო პროექტების ანალიზი.
** გენერალური დირექტორისა და მენეჯმენტის გუნდისთვის ფინანსური მონაცემების საფუძველზე სტრატეგიული რეკომენდაციების მიწოდება.

2. ფინანსური მენეჯმენტი და კონტროლი:

** ფულადი სახსრების ნაკადების მართვა და ლიკვიდურობის უზრუნველყოფა.
** შიდა კონტროლის სისტემების შემუშავება და მონიტორინგი ფინანსური რისკების შესამცირებლად.
** კომპანიის ფინანსური აქტივების მართვა.
** სადაზღვევო რეზერვების ფორმირების პროცესის ზედამხედველობა.

3. რეპორტინგი და შესაბამისობა:

** ფინანსური ანგარიშგების მომზადება საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად.
** რეგულარული ფინანსური ანგარიშების წარდგენა ხელმძღვანელობისთვის, აუდიტის კომიტეტისა და სახელმწიფო დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურისთვის.
** საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა.
** დამოუკიდებელ გარე აუდიტორებთან და მარეგულირებელ ორგანოებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა.

4. გუნდის მართვა:

** დაქვემდებარებული დეპარტამენტ (ებ)ის თანამშრომლების მართვა და ზედამხედველობა.
** გუნდის წევრების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** განათლება: უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (სამაგისტრო ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად).
** გამოცდილება: მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსური მენეჯმენტის პოზიციაზე, სასურველია სადაზღვევო ან საბანკო სექტორში.
** სერტიფიკატები: პროფესიული სერტიფიკატის ფლობა
** ენები: ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (წერითი და ვერბალური).
** კომპიუტერული უნარები: საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით Excel-ის) და საბუღალტრო პროგრამების (მაგალითად, SAP) მოწინავე დონეზე ცოდნა.

საჭირო უნარები და კომპეტენციები:

** ლიდერობის უნარი: ფინანსური გუნდის ეფექტიანად მართვისა და მოტივირების უნარი.
** სტრატეგიული აზროვნება: კომპანიის გლობალური ხედვის გაგება და მისი ფინანსურ მიზნებთან შესაბამისობაში მოყვანის უნარი.
** ანალიტიკური აზროვნება: რთული ფინანსური მონაცემების ანალიზისა და დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
** კომუნიკაციის უნარი: ფინანსური ინფორმაციის მკაფიოდ და გასაგებად წარდგენის უნარი, როგორც ფინანსური, ისე არაფინანსური აუდიტორიისთვის.
** პასუხისმგებლობა და ეთიკა: ეთიკის მაღალი სტანდარტების დაცვა და გადაწყვეტილებების მიღებისას სრული პასუხისმგებლობის აღება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: goglobal@goglobal.ge.

გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე