Робота для біженців з України
ქართული ლიტერატურის მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქართული ლიტერატურის მასწავლებელი
მომწოდებელი: Schooler
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი / ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
"Schooler" ეძებს მოტივირებულ და თანამედროვე მიდგომების მქონე ქართული ლიტერატურის მასწავლებელს, რომელსაც უყვარს წიგნები, ბავშვებთან მუშაობა და ინოვაციური სასწავლო პლატფორმების გამოყენება.

მდებარეობა: თბილისი / პეკინის 33
დასაქმების ტიპი: არასრული განაკვეთი

მოვალეობები:

** ქართული ლიტერატურის სწავლება სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებისთვის;
** ინტერაქციული და მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილების დაგეგმვა და ჩატარება;
** ტექსტების ანალიზის, კრიტიკული აზროვნებისა და წერითი უნარების განვითარება;
** ციფრული რესურსებისა და თანამედროვე მეთოდების გამოყენება სასწავლო პროცესში;
** რეგულარული კომუნიკაცია მშობლებთან და სკოლასთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ფილოლოგია, განათლების მიმართულება ან შესაბამისი სფერო);
** ლიტერატურის ღრმა ცოდნა და სწავლების გამოცდილება (სასურველია 1+ წელი);
** მოსწავლეებთან მუშაობის სიყვარული და მოთმინება;
** ინოვაციური მიდგომები და ტექნოლოგიებთან მუშაობის უნარი;
** კარგი კომუნიკაციისა და ორგანიზაციული უნარები.

ჩვენ გთავაზობთ:

** თანამედროვე და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** მოქნილ გრაფიკს (სასწავლო საჭიროებებზე მორგებით);
** პროფესიულ განვითარებასა და ტრენინგებში მონაწილეობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV და მოკლე სამოტივაციო წერილი გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: schooler.edu@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე