Робота для біженців з України
VIP ქოლცენტრის განყოფილების უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: VIP ქოლცენტრის განყოფილების უფროსი
მომწოდებელი: ლიდერბეთი
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი / ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
"Leader-Bet.com" - ონლაინ ტოტალიზატორი და კაზინო დაარსდა 2010 წელს და მას შემდეგ აქტიურად ცდილობს მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით შექმნას ყველაზე ინოვაციური პროდუქტები ონლაინ თამაშების სფეროში. კომპანიის მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს საინტერესო და კომფორტული გასართობი პორტალი, სადაც შეძლებენ ითამაშონ მრავალფეროვანი ოლაინ თამაშები და ტოტალიზატორი ყველაზე მაღალი კოეფიციენტებით.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: https://www.Leader-bet.com

"ლიდერბეთი" - აცხადებს ვაკანსიას VIP ქოლცენტრის განყოფილების უფროსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** VIP მომხმარებლების კმაყოფილებაზე ზრუნვა;
** მომხმარებლის მოზიდვა და გეგმის შესრულება, არსებული ბაზების/კამპანიების დამუშავების კონტროლი;
** არსებული მომხმარებლებისათვის დროული და კვალიფიციური მომსახურების გაწევის კონტროლი;
** გუნდის მიერ განხორციელებული ზარების და კომუნიკაციის მონიტორინგი;
** მომხმარებელთა უკუკავშირის შეგროვება და გაუმჯობესების გეგმის შემუშავება;
** ინდივიდუალური და გუნდური მიზნების დასახვა და შესრულების კონტროლი;
** რთული ან კრიტიკული შემთხვევების მართვა და მომხმარებლის პრობლემების გადაჭრა;
** განსაზღვრული ამოცანების შესრულების შესახებ პერიოდული ანგარიშგებების წარმოება ხელმძღვანელებთან;
** გუნდის კოორდინაცია და ხელმძღვანელობა;
** გუნდის წევრების მოტივაცია, განვითარება და ტრენინგის უზრუნველყოფა;
** ეფექტური სამუშაო ატმოსფეროს შექმნა.

საჭირო კვალიფიკაცია და უნარები:

** გამოცდილება ქოლცენტრის, გაყიდვების ან მომხმარებელთა მომსახურების გუნდში ხელმძღვანელ თანამდებობაზე (სასურველია ონლაინ თამაშების/სათამაშო ინდუსტრიაში);
** ლიდერობის და გუნდის მართვის გამოცდილება;
** გაყიდვების, კროს-სეილისა და მომხმარებელთა ლოიალობის სტრატეგიების ცოდნა;
** გამართული კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი;
** კრიტიკული სიტუაციების სწრაფი და ეფექტური მართვის უნარი;
** შედეგებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება;
** ტექნოლოგიებთან და ციფრულ პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება.

რას სთავაზობს კომპანია:

** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება და ბონუსები გუნდის შედეგებზე დამოკიდებულებით;
** მეგობრული და პროფესიონალური გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** უფასო კვება.

სამუშაო გრაფიკი:

** სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი;
** სამუშაო საათები: 10:00 - 19:00;
** დასვენების დღეები: შაბათი, კვირა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე: jobs@leader-bet.com აუცილებლად მიუთითეთ სათაურის (Subject) ველში პოზიციის დასახელება.

შეტყობინება: ლიდერბეთი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიდერბეთ სლოტისთვის ხელმისაწვდომი გახდება, კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, კომპანიის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე