დასახელება:
წარმოების ტექნოლოგი
|
მომწოდებელი:
ელთიბი
|
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
|
კომპანია "ელთიბი" ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერი იმპორტიორი კომპანია აცხადებს ვაკანსიას წარმოების ტექნოლოგის თანამდებობაზე.
პოზიციის მიზანია:
წარმოებაში ჩართული პროცესების ტექნოლოგიური ზედამხედველობა, ოპტიმიზაცია, დიზაინიდან წარმოებამდე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** წარმოების ტექნოლოგიური პროცესის შექმნა, დანერგვა და განვითარება;
** წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტის განვითარებაზე და ხარისხის დახვეწაზე მუდმივი ზრუნვა;
** წარმოების პროცესში ტექნოლოგიური პარამეტრებისა და საწარმოო სტადიაზე მიღებული პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლების კონტროლი;
** არსებული წარმოების პროცესების გაუმჯობესება ნარჩენების შესამცირებლად და პროდუქტის ხარისხის გასაუმჯობესებლად;
** ავეჯის წარმოებისთვის დეტალური ტექნიკური ნახაზების, სპეციფიკაციების და წარმოების ინსტრუქციების წაკითხვა/ შექმნა;
** ხარისხის კონტროლის პროცედურების დანერგვა, მზა პროდუქციის დადგენილი სტანდარტების შენარჩუნების მიზნით;
** საერთაშორისო გამოფენებზე მონაწილეობის მიღება და თანამედროვე ტენდენციების და ტექნოლოგიების წარმოების პროცესში ადგილზე დანერგვის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია, ტექნოლოგის ან ინჟინრის დარგის კვალიფიკაცია;
** ავეჯის წარმოების პროცესების ცოდნა, როგორიცაა ჭრა, ფორმირება, აწყობა;
** 5 წლიანი გამოცდილება ანალოგიურ თანამდებობაზე;
** ჩარხებთან და მანქანა დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური/ რუსული ენის ცოდნა სასურველია.
სამუშაო განრიგი:
მისამართი: ქ.თბილისი; სამგორი; ქინძმარაულის 5/10;
ორშაბათი - პარასკევი: 08:00-დან 17:00 სთ-მდე
მოგვაწოდეთ, თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge
გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
|
|
|
|