დასახელება:
კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
კულინარია 7
|
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 08 ოქტომბერი
|
კაფეტერია "კულინარია #7" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.
ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და კომუნიკაბელურ კონსულტანტს, რომელიც შეუერთდება ჩვენს საოჯახო კაფეტერიის გუნდს. თუ გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, შეგიძლია მეგობრულად და ყურადღებით მოემსახურო სტუმრებს და ხარ პასუხისმგებლობიანი - ეს სამსახური შენთვისაა!
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების დახვედრა და კონსულტაცია მენიუში წარმოდგენილი კერძების შესახებ
** მომხმარებლებისთვის რეკომენდაციების მიცემა მათი გემოვნებისა და საჭიროებების მიხედვით
** შეკვეთების სწორად მიღება და დამუშავება
** სუფთა, კომფორტული და მეგობრული გარემოს უზრუნველყოფა
** მომხმარებელთა კმაყოფილების მუდმივი კონტროლი და პრობლემების სწრაფად მოგვარება
** გუნდის სხვა წევრებთან ეფექტური თანამშრომლობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე გამოცდილება სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი
უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელურობა და პოზიტიური დამოკიდებულება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ
** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა
** გუნდში მუშაობის უნარი
სამუშაო საათები: ცვლიანობის განრიგი. 09:00-17:00 და 12:00-20:00
დასვენება: შაბათი ან კვირა
ანაზღაურება: 1200 ლარი
მისამართი: რაფიელ ერისთავის ქ. 16 (მრგვალ ბაღთან)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ან საკონტაქტო ელ.მისამართზე ninooutsource@gmail.com. აუცილებლად მიუთითეთ სათაურის (Subject) ველში პოზიციის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 557 778 899
შეტყობინება: კომპანია პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც კომპანიისთვის ხელმისაწვდომი გახდება, კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, კომპანიის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
|
|
|
|