Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=664622&print=yes&view=jobs
 
გათბობის სისტემების ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გათბობის სისტემების ინჟინერი
მომწოდებელი: კაპექსი
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
შპს "კაპექს"-ი აცხადებს ვაკანსიას გათბობის სისტემების ინჟინრის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი სრული (ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00);
** სამსახური ითვალისწინებს ხშირ მივლინებებს ქვეყნის ფარგლებში (ანაზღაურდება სამივლინებო ხარჯი);
** საგამოცდო პერიოდი: 3 თვე;
** ანაზღაურება ფიქსირებული (NET): 2800 + ბონუსი (გამომუშავებით).

ფუნქცია-მოვალეობები:

** წინასწარ განსაზღვრულ ობიექტებზე ვიზიტი გათბობის სისტემის შემოწმებისათვის, პრობლემის სწორი იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
** გათბობის სისტემის მომსახურება და შეკეთება;
** დროულად ჩააყენოს საქმის კურსში ხელმძღვანელობა რათა უზრუნველყოს ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრა, იმ შემთხვევაში თუ თვითონ ვერ ახერხებს პრობლემის მოგვარებას;
** შეასრულოს ხელმძღვანელის სხვა დავალებები, თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
** საგანგებო სიტუაციების დროს და სხვა აუცილებლობის შემთხვევაში ზეგანაკვეთური სამუშაო გრაფიკით მუშაობის მზაობა, რომელიც ანაზღაურდება ზეგანაკვეთურად;
** კომპანიის შრომის შინაგანაწესის დაცვა;
** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** თანამშრომლის სარგებლობაში მყოფი, კომპანიის ავტომობილის, მოვლა-პატრონობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი;
** სასურველია პროფესიული ტექნიკური განათლება;

პიროვნული უნარები:

** პუნქტუალური;
** შრომისმოყვარე;
** კომუნიკაბელური და გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** პროფესიონალურ და მეგობრულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობა;
** საპენსიო პროგრამა;
** კომპანიის ავტომობილი და საწვავი;
** შვილის ყოლის შემთხვევაში ერთჯერადი ფულადი პრემია;
** დირექციის მხრიდან მუდმივი მხარდაჭერა და კეთილგანწყობა,

შერჩევის ეტაპი:

I ეტაპი - ელ. ფოსტაზე შემოსული რეზიუმეების გადარჩევა;
II ეტაპი - ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 30 სექტემბრის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: info@kapex.ge. სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "გათბობის ინჟინერი". დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შემდგომ ეტაპზე დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია