დასახელება:
ბარბექი
|
მომწოდებელი:
Ramada by Wyndham Tbilisi Old City
|
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 08 ოქტომბერი
|
"Wyndham Hotels and Resorts" არის სასტუმროების ქსელი რომელიც დაარსდა 1981 წელს ნიუჯერსიში, აშშ. ქსელი გამოირჩევა მსოფლიოში ყველაზე მეტი ფრანჩაიზების რაოდენობით და აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Baymont, La Quinta, Ramada, Wyndham და სხვა.
"Ramada by Wyndham Tbilisi Old City" მდებარეობს ძველი თბილისის შუაგულში. სასტუმროს ტერასიდან იშლება ხედი ქალაქზე. ტერიტორიაზე უძველესი ისტორიული მარანი, რესტორანი და ტერასაა განთავსებული. მარანი, რომელიც მშენებლობის დროს სრულიად შემთხვევით იქნა აღმოჩენილი, საუკუნეებს ითვლის და დღეს თავისი ფუნქციები სრულად აქვს აღდგენილი. ძველი თბილისის ხასიათის თანხვედრა სასტუმროს თანამედროვე სტილთან ესთეტიკურ ერთიანობას ქმნის და სტუმარს ყოველთვის სასიამოვნო გარემოს უქმნის.
სასტუმრო "Ramada by Wyndham Tbilisi Old City" აცხადებს ვაკანსიას ბარბექის პოზიციაზე.
გრაფიკი: 5/2 - 8 საათიანი გრაფიკი.
ანაზღაურება: 1000-1200 ლარი.
თანამშრომლის კვებას და ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.
ძირითადი მოვალეობები:
** შეამოწმოს ყველა სასმლის ხარისხი და ვადები. უზრუნველყოს მათი რეალიზაცია FIFO-ს პრინციპის მიხედვით
** იცოდეს ბარში არსებული სასმელების და ღვინის მენიუს პოზიციები
** იმუშაოს ბარის და მომსახურების SOP-ების მიხედვით
** იყოს ორიენტირებული სტუმრის საჭიროებებზე და უზრუნველყოს მაღალი სტანდარტების მომსახურების მიწოდება
საჭირო უნარები:
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
** ამავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ხუთ თვიანი გამოცდილება
გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: hr@ramadatbilisioldcity.com. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება! ან დარეკოთ ნომერზე - 599117334.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|