დასახელება:
პრომო-კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
მარშე
|
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 08 ოქტომბერი
|
"მარშე" საერთაშორისო სტანდარტების მქონე კვებითი პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა. დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს. ამ ეტაპზე წარმოების ოთხი ძირითადი მიმართულება გვაქვს : ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული, ხორცპროდუქტები და თევზეული. მარშე აქტიურად არის წარმოდგენილი B2B ბაზარზე, ასევე აქტიურად ავითარებს საცალო ვაჭრობის მიმართულებას.
"მარშე" აცხადებს ვაკანსიას ქალაქ ბათუმში პოზიციაზე: პრომო-კონსულტანტი.
სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე კვირაში, 40 სთ
ანაზღაურება: 1100 ₾
ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, გუდვილის ჰიპერმარკეტი, გორგილაძის 88
ძირითადი მოვალეობები:
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის სრულფასოვანი წარმოდგენა და მომხმარებლების კონსულტაცია;
** ბრენდის ცნობადობისა და გაყიდვების სტიმულირება (პრომო აქტივობების, დეგუსტაციებისა და შეთავაზებების გზით);
** პროდუქციის თაროებზე სწორად განთავსება, ვიზუალური სტანდარტების დაცვა და SKU-ების კონტროლი;
** მარაგების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შეკვეთის რეკომენდაცია;
** POS მასალების (პლაკატები, სტიკერები, სტენდები და ა.შ.) მონტაჟი და მოწესრიგება;
** მომხმარებელთა უკუკავშირის შეგროვება და მენეჯმენტისთვის დროული მიწოდება;
** კონკურენტული პროდუქციისა და აქტივობების მონიტორინგი;
** ყოველდღიური/კვირეული რეპორტინგი შესრულებული სამუშაოს შესახებ.
ძირითადი მოთხოვნები:
** კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა;
** ქართულ ენის სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია (არასავალდებულო) ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პრეზენტაბელურობა;
თუ ხარ დაინტერესებული მზარდ, ქართული პროდუქციის მწარმოებელ კომპანიაში მუშაობით, თუ ეძებ ახალ გამოწვევებს მაშინ შემოუერთდი მარშეს გუნდს!
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე შემდეგ მისამართზე: jobs@marshe.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "კონსულტანტი".
|
|
|
|