დასახელება:
ფოტოგრაფი
|
მომწოდებელი:
საქართველოს რაგბის კავშირი
|
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 08 ოქტომბერი
|
ა (ა)იპ "საქართველოს რაგბის კავშირი" აცხადებს ვაკანსიას ფოტოგრაფის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: არასტანდარტული, გადაღებების განრიგზე მორგებული (შესაძლებელია შაბათ-კვირა და საღამოს საათებში). წინასწარ შეთანხმებით.
ძირითადი ფუქცია-მოვალეობები:
** რაგბის კავშირისთვის ფოტო გადაღების უზრუნველყოფა;
** გადაღებული მასალის დამონტაჟება და ხარისხის კონტროლი;
** გადაღებული მასალის შემოწმება და აღნიშნულის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** მის სარგებლობაში არსებული რაგბის კავშირის ტექნიკური აღჭურვილობის სათანადო მოვლა-პატრონობა;
** საქართველოს რაგბის კავშირის კომერციული დირექტორის და მარკეტინგის სამსახურის უფროსის დავალებით სხვადასხვა ღონისძიების / აქტივობის დაგეგმვა და აღსრულება;
** მარკეტინგის სამსახურის უფროსისთვის პერიოდული ანგარიშების ჩაბარება განხორციელებული აქტივობების შესახებ;
ძირითადი მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება 3-5 წლამდე;
** გამართული პროფესიონალური პორტფოლიო (სავალდებულოა განაცხადის წარდგენისას თან დაურთოთ);
** გუნდური მუშაობა;
** პუნქტუალურობა;
** კრეატიული ხედვა;
დამატებითი მოთხოვნები:
** სპორტული ფოტოგრაფიის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე:m.dolaberidze@rugby.ge " წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|