დასახელება:
კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
|
მომწოდებელი:
ქებული კლიმატი
|
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 08 ოქტომბერი
|
კომპანია "ქებული კლიმატი" 2005 წლიდან ოპერირებს ბაზარზე, რომელიც გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე და ქვეყნის მასშტაბით 12 ფილიალითაა წარმოდგენილი.
კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიას გაეცნოთ ვებ.გვერდზე: https://qebuli-climate.ge/
კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
პოზიცია ექვემდებარება: საოპერაციო დირექტორს
დაქვემდებარებაში ჰყავს: კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი, კორპორატიული სერვისის სპეციალისტი
ვაკანტური ადგილ (ებ)ის რაოდენობა: 1
აპლიკაციის/CV მიღების ბოლო ვადაა: 10/10/2025
ვაკანტური თანამდებობის ზოგადი მიზანი: ბრენდის პოპულარიზაცია და პროდუქციის გაყიდვების ხელშეწყობა
ფუნქცია-მოვალეობები:
** ბაზრის შესწავლა და მიზნობრივი სექტორების იდენტიფიცირება;
** პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრა, კომპანიის პრეზენტაცია;
** გაყიდვების პროცესის კურირება და გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, დავალებების განაწილება, შეფასება, მოტივაცია;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა, ფინანსები);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** დამატებითი საკვალიფიკაციო ტრენინგები (გაყიდვები/, პროექტის მართვა და საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემაზე);
** რუსული და ინგლისური ენის ფლობა;
** ბაზრის კვლევის მეთოდებისა და ანალიზის ცოდნა;
** ფინანსური დაგეგმარების ძირითადი პრინციპების ცოდნა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო რეჟიმი/გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 მდე, კვირაში 5 სამუშაო დღე
** სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ეთერ ბოცვაძის ქ. #4; "ქებული კლიმატის" სათაო ოფისი,
სოციალური პაკეტი:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა
** ლანჩით უზრუნველყოფა
** ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში)
** კორპორატიული ნომერი
** პარკინგი.
შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა:
წერილობითი ხელშეკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადა
ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად
საბუთების მიღება:
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@qebuli.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი".
კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატები შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად
გაცნობებთ, რომ ვახორციელებთ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
დასაქმებულის უფლებები:
როგორც წინასახელშეკრულებო, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდში თანამშრომელი სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით. კომპანია იცავს და ემორჩილება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის პრინციპს.
|
|
|
|