Робота для біженців з України
პროექტების კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტების კოორდინატორი
მომწოდებელი: NEXT
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
კომპანია "Next"-ი აცხადებს ვაკანსიას პროექტების კოორდინატორის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

კომპანია "NEXT"-ი საერთაშორისო ბრენდია, რომელიც საქართველოში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და კენიაში უნიკალურ და ინოვაციურ პროექტებს ახორციელებს.
NEXT-ის პორტფოლიოში შეხვდებით 5-ვარსკვლავიან ბრენდულ რეზიდენციებს, რეზორტებს, აპარტ-სასტუმროებს, ვილებსა და ბიზნეს აპარტამენტებს. პროექტები ხორციელდება ისეთ ბრენდებთან პარტნიორობით, როგორებიცაა Radisson Hotel Group და Wyndham Hotels and Resorts.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

პროექტის კოორდინაცია და პროცესების მართვა:

** პროექტის მენეჯერთან თანამშრომლობით პროექტის გრაფიკების, ბიუჯეტებისა და სამუშაო გეგმების შემუშავებაში დახმარება.
** პროექტის ეტაპების, შედეგებისა და ვადების კოორდინაცია და თვალყურის დევნება.
** პროექტის დოკუმენტაციის ყველა დაინტერესებულ მხარესთან გაზიარება.
** პროექტის მონაწილეთა საკონტაქტო ინფორმაციის განახლება, ჩაწერა და არქივირება.
** პროექტის გეგმის მიხედვით სამუშაოების მონიტორინგი;
** მონაწილე მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლის ორგანიზება;
** პროექტის პროცესში წარმოშობილი დაბრკოლებების დროული დაფიქსირება და მათი შესაბამის მხარესთან გადაგზავნა;

კომუნიკაცია და შეხვედრების ორგანიზება:

** შეხვედრების ხელშეწყობა, დღის წესრიგის მომზადება და შეხვედრების ჩანაწერების გავრცელება.
** დიზაინერებთან, კონსულტანტებთან, კონტრაქტორებთან და მომწოდებლებთან კომუნიკაციის ორგანიზება;
** შეხვედრების დაგეგმვა, დოკუმენტირება (მინიშნებები, სამოქმედო გეგმები) და შემდგომი კონტროლი.
** ყველა დაინტერესებული მხარის ინფორმირებულობის უზრუნველყოფა პროექტის პროგრესის, ცვლილებებისა და მოთხოვნების შესახებ.

დოკუმენტაციის მართვა:

** კონტრაქტორის დოკუმენტების ციფრული პლატფორმის შესაბამისობასთან შემოწმება, სტატუსის მინიჭება, საჭირო ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ელექტრონულად არქივირება.
** ნებართვებისა და სხვა დოკუმენტაციებთან დაკავშირებული ჩანაწერების წარმოება.

პროფესიული უნარები/საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** MS Office-ის უმაღლეს დონეზე ცოდნა.
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

დასაქმების პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო განაკვეთი: სრული

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: d.khinkiladze@nextgroup.ge მიმდინარე წლის 10 ოქტომბრამდე.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "Next Group"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე