დასახელება:
მშენებელ-ინჟინერი
|
მომწოდებელი:
NEXT
|
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
|
კომპანია "Next"-ი აცხადებს ვაკანსიას მშენებელ-ინჟინრის პოზიციაზე თბილისსა და ბათუმში.
კომპანიის შესახებ:
კომპანია "NEXT"-ი საერთაშორისო ბრენდია, რომელიც საქართველოში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და კენიაში უნიკალურ და ინოვაციურ პროექტებს ახორციელებს.
NEXT-ის პორტფოლიოში შეხვდებით 5-ვარსკვლავიან ბრენდულ რეზიდენციებს, რეზორტებს, აპარტ-სასტუმროებს, ვილებსა და ბიზნეს აპარტამენტებს. პროექტები ხორციელდება ისეთ ბრენდებთან პარტნიორობით, როგორებიცაა Radisson Hotel Group და Wyndham Hotels and Resorts.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** არქიტექტორებთან და სხვა დისციპლინებთან თანამშრომლობა საპროექტო ჯგუფისთვის კონსტრუქციული კონცეფციის დავალების შემუშავების მიზნით.
** ძირითადი სტრუქტურული ელემენტების (ხიმინჯები, შპუნტები, სვეტები, კოჭები, ფილები, ფუნდამენტი და სხვ.) წინასწარი განსაზღვრა.
** კონსტრუქციული პროექტის შემოწმება და ანალიზი.
** სამშენებლო ობიექტებზე მიმდინარე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მუდმივი მონიტორინგი;
** სამუშაოთა მსვლელობისას დაშვებული ტექნოლოგიური ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და აღმოფხვრაზე ზრუნვა;
** ფარულ სამუშაოთა შესრულებაზე დაკვირვება და შესაბამისი აქტების წარმოება;
** სამშენებლო მასალების გამძლეობისა და სტაბილურობის ანალიზი.
** ტექნიკური სპეციფიკაციების ანალიზი და შეფასების მომზადება.
** ზედამხედველების მართვა და ნახაზების მიხედვით მშენებლობის კონტროლი.
** სამშენებლო მოედანზე არსებულ კითხვებზე რეაგირება და გადაწყვეტილებების მიწოდება.
** საჭიროების შემთხვევაში კონსტრუქციული ელემენტების გადათვლა ან დიზაინის ცვლილება მშენებლობის მიმდინარეობისას.
** კონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოების მოცულობის განსაზღვრა და ფორმა 2-ის ანალიზი.
** პერიოდული ანგარიშის მომზადება.
** დამატებით ბენეფიტად ჩაითვლება კონსტრუქციული ნახაზების ან/და კვანძების, დეტალების მომზადების ცოდნა.
პროფესიული უნარები/საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში, მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი
** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება მშენებელ-ინჟინრის პოზიციაზე
** AutoCAD, პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
დასაქმების პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: d.khinkiladze@nextgroup.ge მიმდინარე წლის 10 ოქტომბრამდე.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "Next Group"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|