Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: Leonidas Georgia
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი / ბოლო ვადა: 16 სექტემბერი
Leonidas Georgia აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი (ზაარბრუკენის მოედანთან)
სამუშაო გრაფიკი: ყოველ მეორე დღეს (ან 2/2-ზე გრაფიკი), 11:00 - 21:00
ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი

ჩვენს შესახებ:

Leonidas - ბელგიური ხარისხის სიმბოლო, უკვე 100 წელზე მეტია, რაც მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში უნიკალურ შოკოლადის გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებლებს.
Leonidas Georgia წარმოადგენს ამ ლეგენდარულ ბრენდს საქართველოში და ეძებს მოტივირებულ ადამიანს, რომელიც გახდება ჩვენი გემოვნებიანი სამყაროს ნაწილი.

შენი პასუხისმგებლობები იქნება:

** მაღაზიაში მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის და თავაზიანი მომსახურების გაწევა
** მომხმარებლის მიერ შერჩეული შოკოლადის ასორტიმენტის ბრენდის სტანდარტების შესაბამისად შეფუთვა და პრეზენტირება
** ონლაინ შეკვეთების მომზადება
** სალაროსა და საბანკო ტერმინალებთან მუშაობა
** პროდუქციის სრული ასორტიმენტის ცოდნა და მის შესახებ მომხმარებლისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება
** პროდუქციის რაოდენობის, ვადების და ფასების კონტროლი
** მაღაზიაში სისუფთავისა და კომფორტული გარემოს უზრუნველყოფა

ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც:

** საუბრობს ქართულად და ფლობს სასაუბრო ინგლისურს
** გამოირჩევა პასუხისმგებლობით, კომუნიკაბელურობით და პუნქტუალურობით
** სწრაფად ითვისებს ახალ ინფორმაციას
** არის დეტალებზე ორიენტირებული
** მოლარედ ან კონსულტანტად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და მოქნილ სამუშაო გრაფიკს - მუშაობთ ყოველ მეორე დღეს (ან 2/2-ზე გრაფიკით)
** კონკურენტულ ანაზღაურებას: ფიქსირებული ხელფასი (1000 ლარი ხელზე ასაღები)+ ბონუსი გაყიდვებიდან
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს ბრენდის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას
** სამუშაოს დაწყებამდე თქვენ გაივლით 2 დღიან ტრენინგს, ბრენდის სტანდარტების შესაბამისად.

თუ გსურს გახდე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი შოკოლადის ბრენდის წარმომადგენელი საქართველოში - გამოგზავნე შენი რეზიუმე ფოტოსთან ერთად შემდეგ მისამართზე: leonidastbilisi@gmail.com და სათაურში მიუთითე: "მოლარე-გამყიდველის პოზიცია".

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 16 სექტემბერი.

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით 16 სექტემბრის შემდეგ. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემები დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მხოლოდ დასაქმების პროცესისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე