დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
პანდა
|
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 08 ოქტომბერი
|
სათამაშოების და საკანცელარიო ნივთების იმპორტიორი კომპანია "პანდა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.
მოვალეობები:
** სავაჭრო ქსელებთან მოლაპარაკების წარმოება;
** პარტნიორი კომპანიების ბაზის მართვა/მონიტორინგი;
** ხელშეკრულების გაფორმება;
** პროდუქციის ჩაბარების და ჩაბარების ვადის კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის განთავსება, რაოდენობის და ასორტიმენტის განსაზღვრა;
** რეპოსტის წარმოება და პერიოდულად ხელმძღვანელთან წარდგენა;
** პროდუქციის რეალიზაცია/გაყიდვების ზრდის პროცესის ხელშეწყობა;
აუცილებელი მოთხოვნა: საკანცელარიო, სათამაშო ან ჭურჭლის გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება;
აუცილებელი უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და მიზანდასახულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
** დროის მართვის უნარი;
პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდუბე, ერისთავის ქუჩა
** ანაზღაურება: შეთანხმებით
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@thc.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
"პანდა"მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
სათამაშოების და საკანცელარიო ნივთების იმპორტიორი კომპანია "პანდა" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. წინამდებარე ვაკანსიაზე რეზიუმეს (CV) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, "პანდა"-მ შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია, თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
|
|
|
|