Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: Studio Lusso
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი / ბოლო ვადა: 08 ოქტომბერი
შპს "Studio Lusso" რომელიც ახდენს სარემონტო მასალების იმპორტს მხოლოდ ევროპიდან, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი: 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე
** ხელფასი: 1500 ლარი ფიქსირებულს + ბონუსები ნავაჭრი თანხიდან.
** ადგილმდებარეობა: თბილისი, ქავთარაძის N15

მოვალეობები:

** მომხმარებლის თავაზიანი და კეთილგანწყობილი მომსახურება;
** პროდუქციის სტენდებზე სათანადოდ განლაგება (ბრენდების მიხედვით);
** თაროების შევსება მოწესრიგება;
** ფასების იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განლაგება

აუცილებელი მოთხოვნები:

** მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის უნარი;
** სექციაში პროდუქციის ფასმაჩვენებლების მოწესრიგება, პროგრამულ ფასთან შესაბამისობაში მოყვანა (ამობეჭდვა, განთავსება);
** სექციაში არსებული პროდუქციის სწორი განლაგება და კონტროლი;
** სწრაფ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი;
** რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე ორიენტირება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office, Microsoft Excel
** სექციაში არსებული მარაგების კონტროლი/აღწერა;
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
** სასურველია, არანაკლებ 6-თვიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო სფეროში.
** მოთხოვნადი პროდუქტების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქტის მოთხოვნის მენეჯერთან დაფიქსირება;
** შოურუმში არსებული პროდუქციის შესწავლა. (ტექნიკური მახასიათებლის საფუძვლიანად შესწავლა).

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: zazadvalishvili73@gmail.com

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე