Робота для біженців з України
რეცეფციის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეცეფციის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: გინეკოლოგიური კლინიკა
გამოქვეყნდა: 29 აგვისტო / ბოლო ვადა: 29 სექტემბერი
გინეკოლოგიური კლინიკა აცხადებს ვაკანსიას რეცეფციის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაო საათები: 10:00-17:00 ყოველდღე, შაბათს 9:00-12:00, კვირა - დასვენება
** ანაზღაურებადი დასვენების დღეებია ოფიციალურად გამოცხადებული ყველა უქმე დღე
** ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში 24 დღე
** კორპორაციული სამედიცინო დაზღვევის საუკეთესო პაკეტი 50%-იანი თანაგადახდით
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა
** კომფორტული, მეგობრული და თბილი გარემო
** ხელფასი: ყოველთვიურად 1300 ლარი საშემოსავლოს დაქვითვის შემდეგ, ხელზე ასაღები საწყის პერიოდში, ხელფასის მინიმუმ ყოველწლიური მატებით

მოვალეობები: პაციენტების დახვედრა და რეგისტრაცია, მომსახურეობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, თანამშრომლებთან და პაციენტებთან ეფექტური კომუნიკაცია, სალარო აპარატთან და პროგრამაში მუშაობა, ადმინისტრაციული პროცესების მართვა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი ან დამამთავრებელი განათლება (ადმინისტრირების ჯანდაცვის მიმართულებებით - უპირატესობაა)
** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა (MS Office)
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა უპირატესობაა
** აუცილებელია იყოს კომუნიკაბელური, ორგანიზებული, კეთილგანწყობილი და პაციენტებზე ორიენტირებული, შეეძლოს პაციენტებთან და თანამშრომლებთან ეფექტური კომუნიკაცია
** სასურველია ჰქონდეს მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

კლინიკა მდებარეობს თბილისში, ლევან გოთუას ქ. 3, საბურთალო, მერიის უკან.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV მეილზე: info.reprodclinic@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე