Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=659733&print=yes&view=jobs
 
დაცვის უფროსი - ჩაქვი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დაცვის უფროსი
მომწოდებელი: Dreamland Oasis in Chakvi
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო / ბოლო ვადა: 21 სექტემბერი
მომწოდებელი აცხადებს ვაკანსიას დაცვის უფროსის თანამდებობაზე.

უშუალო ხელმძღვანელი: გენერალური მენეჯერი
დაქვემდებარებული თანამშრომლები: უსაფრთხოების დეპარტამენტის ცვლის უფროსი, უსაფრთხოების დეპარტამენტში დასაქმებული ყველა თანამშრომელი, შრომის უსაფრთხოების კოორდინატორი
არყოფნის შემთხვევაში შემცვლელი პირი: ცვლის უფროსი

კონტაქტები:

ორგანიზაციის შიგნით:

** მიმართულების ხელმძღვანელები,
** კომპანიის თანამშრომლები

ორგანიზაციის გარეთ:

** მომხმარებლები

ინფრასტრუქტურა:

** უნიფორმა, კორპორატიული ნომერი, სამუშაო კომპიუტერი

სამუშაოს მიზანი:

დაცვის უფროსი პასუხისმგებელია კომპანიის ტერიტორიის, სტუმრების, თანამშრომლებისა და ქონების უსაფრთხოებაზე. მისი ამოცანაა უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება, დაცვის პერსონალის მართვა და კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირება.

პასუხისმგებელია:

** უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე;
** დეპარტამენტის პროცედურების შექმნასა და დაცვაზე ;
** კომპანიის ტერიტორიაზე უცხო პირების არ დაშვებაზე;
** კომპანიის ტერიტორიაზე ცხოველების არ დაშვებაზე;
** კომპანიის ქონების (მატერიალური მარაგების) დაცვის უზრუნველყოფაზე ;
** დაქვემდებარებული პერსონალის განხორციელებულ ქმედებებზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** უსაფრთხოების დეპარტამენტის წლიური გეგმისა და ბიუჯეტის მომზადება და შეთანხმება

1. უსაფრთხოების პოლიტიკისა და პროცედურების მართვა:

** უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება, განახლება და დაცვა.
** რისკების ანალიზი და შესაბამისი უსაფრთხოების ზომების შემუშავება.
** საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმის შემუშავება და განხორციელება.

2. დაცვის გუნდის მართვა:

** უსაფრთხოების თანამშრომლების შერჩევა, ტრენინგი და მართვა.
** უსაფრთხოების დეპარტამენტში ცვლების დაგეგმვა და განრიგის კონტროლი.
** უსაფრთხოების დეპარტამენტის პერსონალთა შესახებ დოკუმენტაციას მომზადება.
** თანამშრომლების საქმიანობის მონიტორინგი და შეფასება.

3. კომპანიის ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა:

** კომპანიის ტერიტორიის ყველა შესასვლელისა და გასასვლელის კონტროლი;
** კომპანიის ტერიტორიებზე მანქანების მოძრაობა/პარკირების წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;
** კომპანიის ტერიტორიაზე მყოფი ვიზიტორების კოორდინირება და წესრიგი;
** ვიდეო ჩანაწერების პერიოდული მონიტორინგი (მაგალითად კონკრეტული დღის ჩანაწერების გადახედვა), საჭირო ინფორმაციის არქივიდან ამოღება და დარღვევების დაფიქსირება;
** უზრუნველყოფს სასტუმროს ავტოპარკის წესრიგსა და უსაფრთხოებას;
** წვიმიან და ქარიშხლიან ამინდებში უზრუნველყოფს კომპანიის კუთვნილი მასალების დაცვისათვის საჭირო წინა ზომების მიღებას და აღნიშნულის შესახებ აცნობებს შესაბამის დეპარტამენტებს;
** შესაძლო საზღვაო შემთხვევების დროს უზრუნველყოფს მაქსიმალურ დახმარებას შესაძლებლობის ფარგლებში.
** უსაფრთხოების კამერების და უსაფრთხოების სხვა ტექნოლოგიების მართვა.
** კომპანიის ტერიტორიაზე პატრულირება და უსაფრთხოების დარღვევების იდენტიფიკაცია.
** ცეცხლის, ქურდობის, ვანდალიზმისა და სხვა საფრთხეების პრევენცია.
** CCTV განყოფილების ეფექტური მართვა;
** ვიდეო მეთვალყურეობის სისტემების უწყვეტი მონიტორინგი.
** ტერიტორიაზე არსებული ყველა კამერის მოწყობილობის ოპერაციული მდგომარეობის კონტროლი.
** გაუმართავი ან დაზიანებული სისტემების იდენტიფიცირება და დროული შეკეთება.
** CCTV სისტემების პროგრამული და ტექნიკური განახლებების უზრუნველყოფა.
** პერსონალის ინსტრუქტაჟი სისტემების სწორად გამოყენებისა და ინციდენტებზე რეაგირების წესებზე.
** ვიდეოჩანაწერების უსაფრთხოების დაცვა და მეხსიერების მართვა.
** კონფიდენციალურობისა და მონაცემთა დაცვის სტანდარტების დაცვა.
** კამერების განლაგების ოპტიმიზაცია უსაფრთხოების რისკების შესამცირებლად.
** CCTV ტექნიკის რეგულარული შემოწმება და პრობლემების დროული აღმოფხვრა.
** ახალი ტექნოლოგიების და უსაფრთხოების სისტემების დანერგვა.

4. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება:

** ინციდენტებზე მყისიერი რეაგირება და შესაბამისი ზომების მიღება.
** საგანგებო სიტუაციებში თანამშრომლებისა და სტუმრების ევაკუაციის მართვა.
** სამართალდამცავ ორგანოებთან და ადგილობრივ სამაშველო სამსახურებთან თანამშრომლობა.
** საგანგებო სიტუაციების დროს (ხანძარი, ქურდობა, შეიარაღებული თავდასხმა, არასანქცირებული შემოღწევა, სტიქიური უბედურებადა სხვ) უშუალოდ ხელმძღვანელობს ევაკუაციის პროცესს და ორგანიზებას უწევს დაცვის ჯგუფის მოქმედებას, დროულად აწვდის ინფორმაციას თავის უშუალო ხელმძღვანელობას.

5. კომუნიკაცია და ანგარიშგება:

** ინციდენტების დეტალური ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელობასთან წარდგენა.
** დაკარგული და ნაპოვნი ნივთების მართვის წესრიგისა და პროცედურების შესრულების კონტროლი, მათი დროული აღრიცხვა, დოკუმენტირება და შესაბამის განყოფილებებში გადაცემა.
** სტუმრებთან და თანამშრომლებთან კომუნიკაციის წარმოება უსაფრთხოების საკითხებზე.
** ადგილობრივ სამართალდამცავ სტრუქტურებთან და კერძო უსაფრთხოების კომპანიებთან ურთიერთობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@hoteloasis.ge

გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - დაცვის უფროსი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია