Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=659724&print=yes&view=jobs
 
კონკურსი სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონკურსი სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად
მომწოდებელი: პროფესიული უნარების სააგენტო
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო / ბოლო ვადა: 02 სექტემბერი
"საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პროფესიული უნარების სააგენტოს" ინიციატივით გამოცხადდა კონკურსი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საჯარო და კერძო დაწესებულებების პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

კონკურსის მიზანია:

ა) დარგობრივი პედაგოგიკის მიმართულებით თანამედროვე ცოდნის მიღებისა და მისი კოლეგებისთვის გაზიარების ხელშეწყობა;
ბ) მასწავლებელთა დარგობრივი ქსელების (როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო დონეზე) გაძლიერების ხელშეწყობა;
გ) პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა;
დ) პროფესიულ განათლებაში ინოვაციური სწავლების მეთოდებისა და მიდგომების დანერგვის ხელშეწყობა.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პირებს, რომლებიც, ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერის, კომპიუტერული ქსელის და სისტემების, კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირების, ვებ-ტექნოლოგიების, Front-end დეველოპმენტისა და პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპინგის შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამ (ებ)აზე ასწავლიან პროფესიულ მოდულს.

მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმები:

ა) პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის ფარგლებში ბოლო 2 წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები (ღონისძიებები, შეხვედრები, პროექტები და სხვა);
ბ) მოტივაცია;
გ) რეპლიკაციის აქტივობების გეგმა;
დ) აპლიკანტისთვის გაწეული რეკომენდაცია.

კონკურსის ეტაპები:

I ეტაპი - ტრენინგი საქართველოში (სექტემბერი, 2025)

კონკურსის ფარგლებში შემოსული განაცხადების საფუძველზე, სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ შეირჩევა 50-მდე მასწავლებელი საჯარო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებიდან. ისინი ადგილობრივ დონეზე გადამზადდებიან თურქეთის რესპუბლიკიდან მოწვეული ექსპერტების მიერ.

II ეტაპი - სასწავლო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში (ოქტომბერი, 2025)

პირველი ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, ტრენერების შეფასების საფუძველზე, დაახლოებით, 15 მასწავლებელი გაემგზავრება სასწავლო ვიზიტით თურქეთში, სადაც გაეცნობიან დარგში არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებს.

III ეტაპი - გამოცდილების გაზიარება

საერთაშორისო ვიზიტში მონაწილეობა ავალდებულებს თითოეულ მასწავლებელს მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ადგილობრივ კოლეგებთან. რეპლიკაციის ღონისძიებები შეიძლება მოიცავდეს ონლაინ/ადგილზე ვიზიტებს, რეკომენდაციების მომზადებას და სხვა აქტივობებს.

რა არის საჭირო განაცხადის გასაკეთებლად?

კონკურსში მონაწილეობის მსურველი მასწავლებელი განაცხადის ფორმას წარადგენს შემდეგი ბმულის საშუალებით https://forms.office.com/e/d6r86YC9Q6

დაწესებულების ხელმძღვანელი პირის მიერ კონკურსში მონაწილეობის მსურველი მასწავლებლისთვის გაწეული რეკომენდაცია (სარეკომენდაციო წერილი დანართი N2-ის ფორმით წარმოდგენილ უნდა იქნეს საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის Eflow-ს საშუალებით; საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის Eflow-ს არქონის შემთხვევაში, გამონაკლისის სახით - სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - info@geoskills.ge).

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა, არაუგვიანეს 2025 წლის 2 სექტემბერი.

დეტალური ინფორმაცია კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ, იხილოთ დანართის სახით წარმოდგენილ დოკუმენტებში.

დაინტერესებულ კანდიდატებს მადლობას გიხდით კონკურსში მონაწილეობისთვის!

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია