დასახელება:
აღწერების ჯგუფის ხელმძღვანელი
|
მომწოდებელი:
გეფა
|
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
|
სს "გეფა" წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიას საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით. გეფა-ს ქვეშ გაერთიანებული ბრენდებია: PHARMADEPOT, GPC, The Body Shop და AFFLELOU.
გეფა, როგორც დამსაქმებელი თავს პასუხისმგებლად თვლის იზრუნოს, ისეთი კორპორატიული კულტურის ხელშეწყობაზე, სადაც თითო ადამიანის უნიკალურობა საერთო მიზნისკენ სვლას უწყობს ხელს.
შემოგვიერთდი! განავითარე შენი კარიერა კომპანია გეფასთან ერთად!
კომპანია "გეფა" აცხადებს ვაკანსიას აღწერების ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე
ცენტრალურ საწყობში შემდეგ ლოკაციებზე: დიდი დიღომი, პეტრე იბერის 13;
სამუშაო განაკვეთი: სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** 1-დან 2 წლამდე გამოცდილება, მსგავს სფეროში;
** გუნდის მართვის უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
ფუნქცია-მოვალეობები:
** უხელმძღვანელოს, ორგანიზება გაუწიოს და აკონტროლოს პროდუქციის მარაგების აღრიცხვის სრული პროცესი;
** მაქსიმალურად ეფექტურად დაგეგმოს პროდუქციის მარაგების აღრიცხვის პროცესი.
** აკონტროლოს მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების სამსახურში გამოცხადება, კორპორატიული შინაგანაწესის, დისციპლინის და შესასრულებელი დავალებების შესრულების დროულობა, ხარისხი;
** აწარმოოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული რეპორტები უშუალო ხელმძღვანელის მოთხოვნის შესაბამისად.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოწესრიგებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კვების დაფინანსებას
** სატრანსპორტო მომსახურებას
** ფიტპასით სარგებლობას
** მეგობრულ გუნდსა და სამუშაო გარემოს
დაინტერესებულმა და მოტივირებულმა კანდიდატებმა CV გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელ.მისამართზე: jobs@gepha.com. გთხოვთ, subject ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს კანდიდატურას ვერ განვიხილავთ ვაკანტურ პოზიციაზე.
"გეფა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სს "გეფა"-ს მიერ (ს/ნ 201991229) (უფლებამოსილი თანამშრომლების მეშვეობით), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენს მიერ, ჩვენთვის, CV-ის სახით, მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება:
კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან;
დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მოაწოდეთ სს "გეფა"-ს და მოითხოვოთ აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე: HR.info@gepha.com.
სს "გეფა" აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. კომპანია მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი საფუძვლით, მათ შორის, როგორიცაა: კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; რასა; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
სს "გეფა" დაიცავს თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას ინფორმაციისა და ინფორმაციული სისტემების წვდომის, ერთიანობის და ავთენტიფიკაციის უზრუნველყოფით.
|
|
|
|