Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=659712&print=yes&view=jobs
 
ლითონის ჩამომსხმელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლითონის ჩამომსხმელი
მომწოდებელი: სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას ლითონის ჩამომსხმლის პოზიციაზე

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა" არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ცენტრი "დელტა" წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ერთადერთ ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის დაპროექტებაზე, შექმნაზე, სერიულ წარმოებასა და ტექნიკის რემონტზე. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებითა და დარგის ექსპერტებით.

ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე, 40 საათი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სთ.
მდებარეობა: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს;
** თანამშრომელთა გადამზადებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური/საოჯახო);
** კორპორატიულ სატელეფონო ნომერს;
** კორპორატიულ ფიტპასს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მარტივი და საშუალო სირთულის სხმულების ჩამოსხმა ქვიშის ფორმაში;
** კოკილის მომზადება, შეღებვა და აწყობა;
** ჩამოსხმა ხელის კოკილში;
** ალუმინის შენადნობების დნობის პროცესის მართვაში დახმარება;
** საკოკილე მანქანების მართვა;
** საჩამოსხმო სამარჯვების მომზადება;
** ხელმძღვანელის მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით (სასურველია);
** მსგავს პოზიციაზე გამოცდილება (სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო).

შენიშვნა: დამწყებ კანდიდატებს ექნებათ შესაძლებლობა ადგილზე დაეუფლონ საჭირო პრაქტიკულ უნარებს.

უნდა იცოდეს ან მზად იყოს შეისწავლოს შემდეგი ძირითადი საკითხები:

** ჩამოსხმის ძირითადი მეთოდები და პროცესები (ქვიშის ფორმასა და კოკილში);
** ლითონის დნობის პროცესის ეტაპები და უსაფრთხოების სტანდარტები;
** ჩამოსხმისას გამოყენებული ხელსაწყოების და მასალების დანიშნულება;
** ნახაზების წაკითხვის საბაზისო უნარი და ნამზადის იდენტიფიცირება;
** ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.

უნარ-ჩვევები:

** სიზუსტეზე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარი;
** სწრაფვა პროფესიული განვითარებისკენ;
** ადაპტირებულობა ცვლილებებისადმი;
** კომუნიკაბელურობა;
** პროფესიონალიზმი და ხარისხზე ორიენტაცია;
** პროდუქტიულობა და დისციპლინირებულობა;

შერჩევა მოიცავს ორ ეტაპს:

1. განცხადებების გადარჩევა;
2. გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) შედგენილი ქართულ ენაზე, გამოაგზავნოთ 2025 წლის 22 სექტემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@delta.gov.ge, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ლითონის ჩამომსხმელი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ვაკანსია არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია