დასახელება:
ფსიქოლოგი
|
მომწოდებელი:
მომავალი ალბიონელი
|
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
|
შპს არასახელმწიფო საერო სკოლა ალბიონთან არსებული ბაგა-ბაღი "მომავალი ალბიონელი" აცხადებს ფსიქოლოგის ვაკანსიას.
სამუშაო საათები: 11:00-16:00.
დარიცხული ხელფასი (საპენსიო და საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) 1000 ლარი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აქვს უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის მიმართულებით
** საგანმანათლებლო სფეროში 2 წლის მუშაობის გამოცდილება
საკანონმდებლო აქტები რომელთა ცოდნაც ფსიქოლოგს მოეთხოვება:
1. საქართველოს კონსტიტუცია (1, 2 თავი);
2. საქართველოს კანონი - "ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ" და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე აქტები.
3. მთავრობის დადგენილება №478 - "აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ";
4. ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტები
5. ბავშვის განვითარების თეორიები - კოგნიტური და მეტყველების სფეროს განვითარება, პიროვნულ- სოციალურ -ემოციური განვითარება, ფიზიკური განვითარება
6. ადრეული განათლების ფსიქოლოგია
ზოგადი ცოდნა შემდეგი მიმართულებით:
1. ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები;ბავშვის ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, უსაფრთხოების დაცვის პრინციპები;
2. ინკლუზიური განათლების პრინციპები;
3. ადრეული განათლების თავისებურებები და პრინციპები;
ფსიქოლოგს მოეთხოვება:
** ბაღის პოლიტიკისა და შინაგანაწესის შექმნასა და გაუმჯობესებაზე ზრუნვა
** აღმზრდელების, მშობლების და დირექციის წევრების კონსულტირება
** ბავშვების შეფასება
** ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა
** ბავშვების მცირე ჯგუფთან ან/და ინდივიდუალური მუშაობა
** თანამშრომელთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობა
** კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული პროგრამები
** Microsoft Office Word კარგი
** Microsoft Office Excel კარგი
** Microsoft Office PowerPoint კარგი
შერჩეულ კანდიდატთან გაფორმდება ხელშეკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით.
კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი ცნობები:
** განცხადება დირექტორის სახელზე
** ავტობიოგრაფია (ანკეტა)
** CV
** პირადობის მოწმობის ქსეროასლი
** დიპლომის ქსეროასლი ნოტარიულად დამტკიცებული
** ფოტოსურათი 3X4
** კვალიფიკაციის ამაღლების დოკუმენტები
** ფორმა 100
** ნასამართლობის შესახებ ცნობა
** ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ
** ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ
** ცნობა ტუბერკულოზით დაავადების შესახებ
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოგზავნოთ ანკეტა (ავტობიოგრაფია) და CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: school.albion@yahoo.com
|
|
|
|