Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=659681&print=yes&view=jobs
 
საწყობის ოპერატორი - სოფელი გამარჯვება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის ოპერატორი
მომწოდებელი: აი სი არ თრეიდი
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო / ბოლო ვადა: 03 სექტემბერი
"ICR ჯგუფი" ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000-მდე თანამშრომელი ჰყავს. "აი სი არ ჯგუფი" წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს. იგი საქართველოს ბაზარზე რამდენიმე შვილობილი კომპანიითაა წარმოდგენილი.

"აი სი არ ჯგუფის" ერთ-ერთი კომპანია "შპს აი სი არ ტრეიდი" წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ისეთ საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, როგორებიცაა: ბატა, ბამბინო, ეკკო, ჯეოქსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, ავ ლაბი, კორსო იტალია, სკარპიერა, რიფლეი, ოკაიდი, ჟაკადი. დღეისათვის კომპანია მართავს 60-ზე მეტ მაღაზიას, რომლებიც განთავსებულია როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში: რუსთავი, ზუგდიდი, ქუთაისსა და ბათუმში.

ჩვენ გთავაზობთ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, ჩვენი მიზანია თითოეულ თანამშრომელს მიეცეს პროფესიული ზრდის შესაძლებლობა სტაბილურ და პერსპექტიულ სამუშაო სივრცეში.

შპს "აი სი არ ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: სოფელი გამარჯვება (კახეთის მხარე)
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე, შაბათი-კვირა დასვენება. შემდეგი სამუშაო საათებით: 8:00 - 17:00 საათი; ტრანსპორტირება სამგორის მეტროდან - 7:30 საათზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობში შემოსული პროდუქტის მიღება და კონტეინერიდან დაცლა;
** მიღებული პროდუქციის შემოწმება ერთეულის დონეზე, პროგრამულად მითვლა და აღწერა;
** საწყობში პროდუქტის განთავსება კოდების მიხედვით;
** პროდუქტის დაშლა-შეფუთვა, გადასატანად მომზადება და სატვირთო მანქანაში განთავსება;
** პროდუქციის გადატანა, ტრანსპორტირება;
** პროდუქტის გადატანის პროცესში უსაფრთხოების წესების დაცვა და პროდუქტის სავაჭრო სახის შენარჩუნების უზრუნველყოფა;
** საწყობის უფროსის მითითებით აღწერებში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მართვის მოწმობა B კატეგორია.

უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** ყურადღებიანი, ორგანიზებული.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ არაუგვიანეს 2025 წლის 3 სექტემბრისა გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@icr.ge. გთხოვთ განაცხადის სათაურში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება - "საწყობის ოპერატორი".

გისურვებთ წარმატებას!

კომპანია ხელს უწყობს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს და მხარს უჭერს სამუშაო ადგილზე თანასწორობის პრინციპს. გადაწყვეტილებები მიიღება აპლიკანტის კვალიფიკაციის საფუძველზე როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს შრომის კოდექსში. გთხოვთ გაითვალისწინოთ: განაცხადის გამოგზავნით გვაძლევთ თანხმობას, რომ მიღებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდეს კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ის მიერ. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია აპლიკანტის შესაბამისობის დადგენა მიმდინარე/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს ერთი წლის ვადისა.
აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაციის განახლება, დამატება, წაშლა. ამისათვის, გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: vacancy@icr.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია