დასახელება:
სპეციალისტი საპროექტო განყოფილებაში
|
მომწოდებელი:
ენერჯი ქონსთრაქშენ
|
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
|
შპს "ენერჯი ქონსთრაქშენი" დაარსდა 2018 წელს. მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი რომელიც ეწევა გაზმომარაგების, ელექტრომომარაგების, წყალმომარაგება-წყალარინების საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას საპროექტო განყოფილებაში სპეციალისტის პოზიციაზე.
ანაზღაურება 1000 ლარიდან, კვალიფიკაციის შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება;
** დამატებითი მოთხოვნები: საოფისე პროგრამების (Word, Excel) სრულყოფილი ცოდნა;
ძირითადი მოვალეობები:
** სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მიღება, მიღებული დოკუმენტაციის დახარისხება, გადაცემა სხვა დეპარტამენტებზე ან/და შენახვა (დაარქივება);
** შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაცია, შესრულების ვადების კონტროლი, საპასუხო წერილების მომზადება;
** ელექტრონულ ბაზებსა და პროგრამებში ინფორმაციის დროულად ასახვა და მასთან დაკავშირებული პროცესების მართვა;
** სამსახურის შიდა მონაცემთა ბაზების წარმოება;
უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს: რეზიუმე ქართულ ენაზე (CV); თანდართული სურათით.
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 საათამდე;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი; ანა პოლიტკოვსკაიას 4. (ბიზნეს ცენტრი ჯიქიაზე)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ ფოსტაზე: vacancies@econ.ge (ელფოსტის "subject" ველში მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება)
|
|
|
|