Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=659666&print=yes&view=jobs
 
სასმელების წარმოების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასმელების წარმოების ოპერატორი
მომწოდებელი: გემოების ლაბორატორია
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
სიროფების მწარმოებელი კომპანია, შპს "გემოების ლაბორატორია", რომელიც მოღვაწეობს ადგილობრივ ბაზარზე და აწარმოებს კონკურენტუნარიან, ხარისხიან, ნატურალურ, გერმანული ნედლეულის ბაზაზე დამზადებულ სიროფებს, აცხადებს ვაკანსიას სასმელების წარმოების ოპერატორის პოზიციაზე.

თუ თქვენ არ გიყვართ რუტინული საქმე, ხართ ფიზიკურად აქტიური, უსაზღვროდ პასუხისმგებლობიანი, ხართ მუდმივად ძიებაში, გიყვართ სიახლეები და მრავალფეროვანი პროდუქტების წარმოება განიჭებთ სიამოვნებას, თუ თქვენთვის მომხმარებლის კმაყოფილება უპირველესია, მაშინ გელით ჩვენი გუნდის წევრად კომპანიაში, რომელიც მუშაობს ევროპული სტანდარტებითა და კორპორატიული კულტურით. იქ, სადაც პროფესიული განვითარება მარტივია და მხოლოდ მონდომებაა საჭირო. იქ, სადაც შრომა ობიექტურად ფასდება.

სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00-18:00
ადგილმდებარეობა: თბილისი, ექსპო ჯორჯია

ძირითადი მოვალეობები:

** სიროფის და სასმელების მოხარშვა-მომზადებაში დახმარება
** ყველა საჭირო პროცედურის შესრულებაში (საქონლის მიღების, შენახვის, გადამუშავების და ფინალური პროდუქტის გამოშვებით დამთავრებული) დახმარება
** საწყობის და ნედლეულის ინვენტარიზაციის ჩატარებაში დახმარება თვეში ერთხელ;
** აღჭურვილობის რეცხვა, დეზინფექცია, გასუფთავება;
** გეგმით გათვალისწინებული შეკვეთის შესრულება დანიშნულ დროში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება
** სასურველია საწარმოში მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** გუნდურობა
** შრომისმოყვარეობა
** ორგანიზებულობა
** პუნქტუალურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

კომპანია გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევის სრულყოფილ პაკეტს
** საერთაშორისო გამოცდილებას
** პროფესიულ ზრდა-განვითარებას
** ფულად წახალისებებს
** გუნდურ და მეგობრულ გარემოს

გთხოვთ მოგვაწოდოთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: info@tastelab.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია