Робота для біженців з України
კიბერუსაფრთხოების ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კიბერუსაფრთხოების ინჟინერი
მომწოდებელი: Hash Bank
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო / ბოლო ვადა: 10 სექტემბერი
"Hashbank" არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.

ჩვენს გუნდში ვეძებთ მოტივირებულ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

პოზიციის დასახელება: კიბერუსაფრთხოების ინჟინერი

ძირითადი ფუნქციები:

** კიბერუსაფრთხოების ინციდენტების შემცირებისა და პრევენციის მიზნით, კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტილებების დანერგვა და კონფიგურაცია: WAF, DDOS Prevention, DLP, PAM, EDR/XDR, Vulnerability Manager, Database Firewall, Email Protection, Password Manager, SAST, Threat intelligence, MDM.
** კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტილებების მწარმოებლებთან კომუნიკაცია;
** ბანკში არსებული IT ინფრასტრუქტურის სერვერების/ქსელური მოწყობილობების სისუსტეებსა და დაუცველობაზე ტესტირებების რეგულარულად ჩატარება;
** კიბერუსაფრთხოებაში გამოვლენილი რისკების შემცირების ან/და აღმოფხვრის მიზნით, შესაბამისი კონფიგურაციების ჩატარება, ან მისი შესაბამის სამსახურთან გადამისამართება;
** კიბერუსაფრთხოების ინციდენტის დადგომის შემთხვევაში, მყისიერი რეაგირება და პრევენციული ზომების მიღება განმეორებითი ინციდენტის თავიდან აცილების მიზნით;
** მავნე პროგრამების ანალიზი;
** უსაფრთხოების ინციდენტების მასშტაბის, მისი ხასიათისა და გავლენის ხარისხის დადგენა და მათი შემაკავებელი ზომების მიღება;
** დაკავშირებულ გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტის შეზღუდვისა და სისტემის დროულად აღდგენის უზრუნველსაყოფად;
** ბანკში არსებულ მოწყობილობებზე კიბერუსაფრთხოების მიმართულებით კონფიგურაციების სტანდარტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** ბანკის თანამშრომლებისათვის ფიშინგის და სხვა სიმულაციური ტესტირებების შემუშავება და ჩატარება;
** ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტის გამომწვევი მიზეზის ძირეულად შესწავლა და საჭირო რეკომენდაციების მომზადება მსგავსი რისკების სამომავლო პრევენციის მიზნით;
** ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების ცნობიერების შემოწმების მიზნით, სიმულაციური ტესტების/სავარჯიშოების შედგენაში მონაწილეობის მიღება;
** ინფორმაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ, IT გუნდებისთვის ტრენინგების ჩატარებაში მონაწილეობის მიღება;
** უსაფრთხოების პროცესებში არსებული ხარვეზების გამოსავლენად და მათი გაუმჯობესების მიზნით მომხდარი ინციდენტების განხილვის პროცესში აქტიური მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ცოდნა და გამოცდილება:

** მინიმუმ, 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება კიბერუსაფრთხოების ინჟინერიის მიმართულებით;
** კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტილებებისა და მისი მწარმოებლების, პროტოკოლების, ქსელური და სისტემური ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების დაცვის საფუძვლიანი ცოდნა.

უნარები:

** გუნდურად მუშაობის უნარი;
** კარგად განვითარებული ანალიტიკური უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 10 სექტემბერი, 2025.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@hashbank.ge

სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე