Робота для біженців з України
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: შერა ჯგუფი
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
კომპანია "შერა ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

"შერა ჯგუფი" არის სასტუმროს პრემიუმ ხარისხის კოსმეტიკისა და ერთჯერადი აქსესუარების დისტრიბუტორი კომპანია.

მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და შესრულება კომპანიის მიზნების შესაბამისად;
** ახალი მომხმარებლების მოზიდვა და არსებული მომხმარებელთა ბაზის განვითარება;
** კომპანიის პროდუქციის შესახებ მომხმარებლებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება, პრეზენტაციის ჩატარება;
** კლიენტებთან გრძელვადიანი და წარმატებული ურთიერთობების შენარჩუნება;
** გაყიდვების პროცესების ოპტიმიზაცია და ეფექტურობის გაუმჯობესება;

მოთხოვნები:

** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** საკუთარი ავტომობილის ფლობა (აუცილებელია);
** გაყიდვების სტრატეგიების შემუშავების და მართვის გამოცდილება;
** მოლაპარაკებების წარმართვისა და კლიენტებთან კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის და ლიდერობის უნარი;
** შედეგებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

პირობები:

** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00;
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსური სისტემა;
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა.ბელიაშვილის 106 (ბიზნეს ცენტრი მიონი);

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ გარემოს;
** კარიერული წინსვლისა და დაწინაურების შესაძლებლობას;
** ულიმიტო სასაუბრო დროსა და ინტერნეტს;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) მისამართზე: hr@shera.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე